პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

© courtesy of Rati Ionatamishviliრატი იონათამიშვილი
რატი იონათამიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2024
გამოწერა
გარდა ამისა, 17 საკანონმდებლო დონეზე გამოცხადდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ.
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო კანონის პროექტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
ცვლილებების თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება.
გარდა ამისა, 17 საკანონმდებლო დონეზე გამოცხადდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ.
„ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება იყო მიმდინარე წლის 17 მაისიც, როდესაც ასი ათასობით ქართველი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გამოვიდა თბილისსა და რეგიონებში ოჯახური ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად“, - განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.
იონათამიშვილი ახალი კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორია. ის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობს.
საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 გამომდინარე კანონპროექტი - ცვლილებები შევა სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხერხდება ვერც კონსტიტუციური კანონის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და ვერც ამ კანონთან დაკავშირებული საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მიღება. კონსტიტუციური კანონის მისაღებად პარლამენტის წევრთა 3/4-ის მხარდაჭერაა საჭირო.
საპარლამენტო უმრავლესობა, რომელშიც შედის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ხალხის ძალა“, წარმოდგენილია 83 დეპუტატით. პარლამენტში ამჟამად 139 დეპუტატია.
რაც შეეხება გამომდინარე კანონებს, მათი მიღებისთვის საპარლამენტო უმრავლესობის ხმები საკმარისია.
ყველა ახალი ამბავი
0