https://sputnik-georgia.com/20240621/megrelisvili-kanoni-lgbt-propagandis-sesaxeb-azrs-moklebulia-288539724.html
მეგრელიშვილი - კანონი ლგბტ პროპაგანდის შესახებ აზრს მოკლებულია
მეგრელიშვილი - კანონი ლგბტ პროპაგანდის შესახებ აზრს მოკლებულია
Sputnik საქართველო
კონსტიტუციური კანონის მისაღებად პარლამენტის წევრთა 3/4-ის მხარდაჭერაა საჭირო. 21.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-21T23:26+0400
2024-06-21T23:26+0400
2024-06-21T23:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ლგბტ-თემის პრობლემები
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/12/250387519_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_3443bc08e066c52a8e06c5c55eacf24c.jpg
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ახალი საკონსტიტუციო კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ უაზროა და ოპოზიცია კარგავს შანსს გამოიყენოს იგი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინააღმდეგ, განაცხადა „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების უმეტესობა და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმში არიან და არ მონაწილეობენ შეხვედრებსა და პროექტების განხილვაში. ამასობაში, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო ახალი საკონსტიტუციო კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე ცვლილებები.ცვლილებების თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება.გარდა ამისა, 17 საკანონმდებლო დონეზე გამოცხადდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ.ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხერხდება ვერც კონსტიტუციური კანონის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და ვერც ამ კანონთან დაკავშირებული საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მიღება. კონსტიტუციური კანონის მისაღებად პარლამენტის წევრთა 3/4-ის მხარდაჭერაა საჭირო.საპარლამენტო უმრავლესობა, რომელშიც შედის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ხალხის ძალა“, წარმოდგენილია 83 დეპუტატით. პარლამენტში ამჟამად 139 დეპუტატია.რაც შეეხება გამომდინარე კანონებს, მათი მიღებისთვის საპარლამენტო უმრავლესობის ხმები საკმარისია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/12/250387519_227:145:2167:1600_1920x0_80_0_0_b4d2a36e9618bf22454d6d3f2fc628d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ლგბტ-თემის პრობლემები , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ლგბტ-თემის პრობლემები , საქართველოს პარლამენტი
მეგრელიშვილი - კანონი ლგბტ პროპაგანდის შესახებ აზრს მოკლებულია
კონსტიტუციური კანონის მისაღებად პარლამენტის წევრთა 3/4-ის მხარდაჭერაა საჭირო.
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ახალი საკონსტიტუციო კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ უაზროა და ოპოზიცია კარგავს შანსს გამოიყენოს იგი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინააღმდეგ, განაცხადა „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების უმეტესობა და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმში არიან და არ მონაწილეობენ შეხვედრებსა და პროექტების განხილვაში. ამასობაში, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო ახალი საკონსტიტუციო კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე ცვლილებები.
„არც ერთ კითხვაზე, რომელიც ამ კონკრეტულ საკითხებს ეხებოდა, პასუხი არ არსებობს. არ არსებობს ამ "პრობლემის" ადმინისტრირების ტექნიკური შესაძლებლობები. უბრალოდ, უაზრობაა, ყველა გაგებით. არ მესმის რატომ გაურბიან ამას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომ ეს გამოიყენოს „ქართული ოცნების" წინააღმდეგ", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ცვლილებების თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება.
გარდა ამისა, 17 საკანონმდებლო დონეზე გამოცხადდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხერხდება ვერც კონსტიტუციური კანონის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და ვერც ამ კანონთან დაკავშირებული საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მიღება. კონსტიტუციური კანონის მისაღებად პარლამენტის წევრთა 3/4-ის მხარდაჭერაა საჭირო.
საპარლამენტო უმრავლესობა, რომელშიც შედის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ხალხის ძალა“, წარმოდგენილია 83 დეპუტატით. პარლამენტში ამჟამად 139 დეპუტატია.
რაც შეეხება გამომდინარე კანონებს, მათი მიღებისთვის საპარლამენტო უმრავლესობის ხმები საკმარისია.