მიუსაფარი კატის მოკვლისთვის საბერძნეთში ქართველი კაცი დააკავეს

© AFP 2024 / ANGELOS TZORTZINISსაბერძნეთის პოლიცია
საბერძნეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2024
გამოწერა
33 წლის საქართველოს მოქალაქე ცხოველებზე ძალადობაში არის ბრალდებული.
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მაწანწალა კატის მოკვლისთვის ქართველი კაცი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“ ადგილობრივი მედიაზე დაყრდნობით.
საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ საჩივარი გუშინ, 18 ივნისს, თვითმხილველმა ახალგაზრდამ შეიტანა. საჩივრის შემდეგ ქართველი მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში ნებაყოფლობით მივიდა, სადაც ის დააკავეს კიდეც.
33 წლის კაცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ცხოველებზე ძალადობის ბრალდებით აღიძრა და სალონიკის სასამართლოს გადაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0