https://sputnik-georgia.com/20240620/giorgi-vasaze-premieris-misamartit-diskriminaciuli-gancxadebebistvis-gaakritikes-288519080.html
გიორგი ვაშაძე პრემიერის მისამართით დისკრიმინაციული განცხადებისთვის გააკრიტიკეს
გიორგი ვაშაძე პრემიერის მისამართით დისკრიმინაციული განცხადებისთვის გააკრიტიკეს
Sputnik საქართველო
დაუშვებელია სიტყვა „აუტისტის“ გამოყენება ადამიანის დასაკნინებლად, მიაჩნია რატი იონათამიშვილს 20.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-20T15:00+0400
2024-06-20T15:00+0400
2024-06-20T15:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/15/282528837_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_46bb36a29496069f765e51dee2276deb.jpg
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. დეპუტატის, ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეზე, რომელსაც მან აუტისტი უწოდა, უკიდურესი სიმდაბლეა, რისთვისაც მან და მისმა თანამოაზრეებმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ. განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.მანამდე ვაშაძემ განაცხადა, რომ ელექტორალური თვალსაზრისით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „აუტისტი ადამიანია“, რომელიც არ ესაუბრება ხალხს, ხელს არ ართმევს და იზოლირებულია. „კობახიძე და ხალხთან კონტაქტი, მგონი, რთულად წარმოსადგენია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „ტვ პირველის ეთერში“.თანაც, აღნიშნა იონათამიშვილმა, „აუტისტი ადამიანი“ არ არსებობს, არსებობს მხოლოდ აუტისტური სპექტრის აშლილობა.„და მერე, ადამიანის დასაკნინებლად და სალანძღავ სიტყვად „აუტისტის“ გამოყენება არის უკიდურესი ფსკერი და უღირსობა!“ - აღნიშნა იონათამიშვილმა.ცალკე პრობლემაა ის, რომ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ამაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია, აღნიშნა იონათამიშვილმა.„ვაშაძეც და მისი თანაგუნდელებიც ვალდებულნი არიან გამოვიდნენ, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას და აიღონ ამ სამარცხვინო სიძულვილის ენაზე პასუხისმგებლობა!“, - წერს რატი იონათამიშვილი.აუტიზმი — ეს განვითარების გამუდმებული რღვევაა, რომელიც სიცოცხლის პირველი სამი წლის განმავლობაში ვლინდება და ნევროლოგიური აშლილობის შედეგად მიიჩნევა, რაც ტვინის ფუნქციონირებაზე აისახება. აუტიზმი ძირითადად ბავშვებში ვლინდება — სქესის, რასისა და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად. აუტიზმს ახასიათებს უნიკალური თავისებურებები სოციალური ურთიერთქმედების კუთხით, სირთულე ყოველდღიურ ურთიერთობებში და გრძნობათა ორგანოების მიერ ინფორმაციის დამუშავების არასტანდარტული მეთოდი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/15/282528837_345:0:3076:2048_1920x0_80_0_0_ce4503d17c168e94f26cfce54e7aa0f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე პრემიერის მისამართით დისკრიმინაციული განცხადებისთვის გააკრიტიკეს
დაუშვებელია სიტყვა „აუტისტის“ გამოყენება ადამიანის დასაკნინებლად, მიაჩნია რატი იონათამიშვილს
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. დეპუტატის, ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეზე, რომელსაც მან აუტისტი უწოდა, უკიდურესი სიმდაბლეა, რისთვისაც მან და მისმა თანამოაზრეებმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ. განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.
მანამდე ვაშაძემ განაცხადა, რომ ელექტორალური თვალსაზრისით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „აუტისტი ადამიანია“, რომელიც არ ესაუბრება ხალხს, ხელს არ ართმევს და იზოლირებულია. „კობახიძე და ხალხთან კონტაქტი, მგონი, რთულად წარმოსადგენია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „ტვ პირველის ეთერში“.
„მარტო ეს განცხადება უნდა იყოს საკმარისი, რომ ვაშაძისნაირები ვერ ბედავდნენ ქვეყანაში პოლიტიკოსობას! კობახიძეს უნდა შეურაცხყოფა მიაყენოს და ყველა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირს აყენებს შეურაცხყოფას!“ - განაცხადა დეპუტატმა.
თანაც, აღნიშნა იონათამიშვილმა, „აუტისტი ადამიანი“ არ არსებობს, არსებობს მხოლოდ აუტისტური სპექტრის აშლილობა.
„და მერე, ადამიანის დასაკნინებლად და სალანძღავ სიტყვად „აუტისტის“ გამოყენება არის უკიდურესი ფსკერი და უღირსობა!“ - აღნიშნა იონათამიშვილმა.
ცალკე პრობლემაა ის, რომ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ამაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია, აღნიშნა იონათამიშვილმა.
„ვაშაძეც და მისი თანაგუნდელებიც ვალდებულნი არიან გამოვიდნენ, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას და აიღონ ამ სამარცხვინო სიძულვილის ენაზე პასუხისმგებლობა!“, - წერს რატი იონათამიშვილი.
აუტიზმი — ეს განვითარების გამუდმებული რღვევაა, რომელიც სიცოცხლის პირველი სამი წლის განმავლობაში ვლინდება და ნევროლოგიური აშლილობის შედეგად მიიჩნევა, რაც ტვინის ფუნქციონირებაზე აისახება. აუტიზმი ძირითადად ბავშვებში ვლინდება — სქესის, რასისა და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად. აუტიზმს ახასიათებს უნიკალური თავისებურებები სოციალური ურთიერთქმედების კუთხით, სირთულე ყოველდღიურ ურთიერთობებში და გრძნობათა ორგანოების მიერ ინფორმაციის დამუშავების არასტანდარტული მეთოდი.