ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღება სცადეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია ბათუმში
პოლიცია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2024
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. ბათუმის პოლიციის თანამშრომლებმა სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების საქმეზე 24 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 ივნისს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მყოფ მოლარე-ოპერატორს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.
მამაკაცს, რომელიც წარსულში ნასამართლევია, ბრალის დამტკიცების შეთხვევაში 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0