ფესტივალი Tbilisi Open Air 2024 იწყება: თარიღი ცნობილია

© courtesy of Tbilisi Open Air / AlterVisionფესტივალი Tbilisi Open Air
ფესტივალი Tbilisi Open Air - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2024
გამოწერა
Tbilisi Open Air თბილისში 2009 წლიდან იმართება და ის რეგიონში ღია ცის ქვეშ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალია.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2024 ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე Lisi Wonderland-ზე 21 ივნისს გაიხსნება, იუწყებიან ორგანიზატორები.
სამი დღის განმავლობაში ფესტივალის ოთხი სცენა დაეთმობა 60-ზე მეტ შემსრულებელს, რომელთა შორის იქნებიან M.I.A., Aurora, Masego, Archive, Circus Mircus, Mokumoku, Atmos და ა.შ.
ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია საიტზე tkt.ge.
ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებაზე ათ წლამდე ბავშვები უბილეთოდ დაიშვებიან - აუცილებელი პირობაა ზრდასრული პირის თანხლება.
ფესტივალი 23 ივნისს დაიხურება.
Tbilisi Open Air თბილისში 2009 წლიდან იმართება და ის რეგიონში ღია ცის ქვეშ მოწყობილი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალია.
ამ ხნის განმავლობაში მის სცენაზე გამოსულან ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორიცაა ზემფირა, ДДТ, Placebo, Beth Hart, Black Label Society, Tiger Lilies, Soap and Skin, Morcheeba, Tom Odell და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0