https://sputnik-georgia.com/20240619/shamqori-2024-sabrzolo-srolebit-dasrulda-288504101.html
„შამქორი 2024" საბრძოლო სროლებით დასრულდა
„შამქორი 2024" საბრძოლო სროლებით დასრულდა
Sputnik საქართველო
საჩვენებელ სწავლებაში თავდაცვის ძალების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობაც იყო ჩართული. 19.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-19T22:00+0400
2024-06-19T22:00+0400
2024-06-19T22:00+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/13/288502909_0:86:841:559_1920x0_80_0_0_811dd5a7b335773d4b521da7c228c17d.jpg
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2024“-ის ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, საველე სწავლებაში თავდაცვის ძალების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადმა შემადგენლობამაც მიიღო მონაწილეობა.მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა საველე სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით მე-5 საარტილერიო ბრიგადის, საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფების მხარდაჭერით ჩაატარეს.საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.„შამქორი 2024“-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი კომპიუტერული სისტემების გამოყენებით კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების (JTEC) ერთობლივი ცენტრის სიმულაციების, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების ცენტრში მიმდინარეობდა. მასში თავდაცვის ძალების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების პირადი შემადგენლობაც იყო ჩართული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/13/288502909_39:0:786:560_1920x0_80_0_0_61aa58e441174f0f070c27007030b54c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
„შამქორი 2024" საბრძოლო სროლებით დასრულდა
საჩვენებელ სწავლებაში თავდაცვის ძალების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობაც იყო ჩართული.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2024“-ის ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საველე სწავლებაში თავდაცვის ძალების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადმა შემადგენლობამაც მიიღო მონაწილეობა.
მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა საველე სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით მე-5 საარტილერიო ბრიგადის, საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფების მხარდაჭერით ჩაატარეს.
„საველე სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფების ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონული მოქმედებების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას მხადამჭერ ქვედანაყოფებთან ერთად", - ნათქვამია განცხადებაში.
საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
„შამქორი 2024“-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი კომპიუტერული სისტემების გამოყენებით კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების (JTEC) ერთობლივი ცენტრის სიმულაციების, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების ცენტრში მიმდინარეობდა. მასში თავდაცვის ძალების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების პირადი შემადგენლობაც იყო ჩართული.