კრონშტადტში სამხედრო-საზღვაო სალონი გაიხსნა

© photo: Sputnik / Alex Danichev / გადასვლა მედიაბანკში„ფლოტი-2024“
„ფლოტი-2024“ - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2024
გამოწერა
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. რუსეთის საზღვაო ძალების მთავარსარდალმა, ადმირალმა ალექსანდრ მოისეევმა საერთაშორისო საზღვაო სალონი „ფლოტი-2024“ გახსნა, იუწყება „რია ნოვოსტი“.
„აქ პლატფორმაზე [წარმოდგენილია] თანამედროვე ხომალდები, გემები, კატარღები, საბრძოლო სისტემები, რომლებიც ღიაა დასათვალიერებლად... სამხედრო-საზღვაო სალონი სანქტ-პეტერბურგის სიამაყე, რუსეთის სიამაყეა. ყველას ვუსურვებ ნაყოფიერ შრომას ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. პატივცემულო მონაწილეებო და სტუმრებო, საერთაშორისო საზღვაო სალონს „ფლოტი-2024“ გახსნილად ვაცხადებ. გისურვებთ წარმატებებს!“ - განაცხადა მოისეევმა სალონის გახსნის ცერემონიაზე.
გამოფენა იმართება კრონშტადტში იმართება, კლასტერ „ფორტების კუნძულის" საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე. 19 ივნისს დაწყებული ღონისძიება 23 ივნისის ჩათვლით გასტანს.
„ფლოტი- 2024-ში“ სულ 225 სამრეწველო საწარმო მონაწილეობს.
ყველა ახალი ამბავი
0