ESPN-მა გიორგი მიქაუტაძე პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

© AFP 2024 / INA FASSBENDERგიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2024
გამოწერა
თურქეთის ნაკრებთან მატჩში ერთადერთი გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე გახდა
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების პირველი გოლის ავტორი, 23 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ამერიკული საერთაშორისო სპორტული ტელეკომპანია ESPN-ის ვერსიით ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ევროპის ჩემპიონატის პირველი ტური 18 ივნისს F ჯგუფის თამაშებით დასრულდა, სადაც საქართველოს, პორტუგალიის, ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრებები შეიკრიბნენ. საქართველო თურქეთთან დამარცხდა - 1:3, პორტუგალიამ კი ჩეხეთს - 2:1 მოუგო. თურქეთის ნაკრებთან ერთადერთი გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე იყო.
ESPN-მა სიმბოლურ თერთმეტეულში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ცენტრალურ თავდამსხმელად შეიყვანა. მასთან ერთად შემადგენლობაში მოხვდნენ: სიმონი (ესპანეთი), დრაგუშინი (რუმინეთი), კრისტენსენი (დანია), აკე (ნიდერლანდები), კიმიხი (გერმანია), კანტე (საფრანეთი), კროოსი (გერმანია), რუისი (ესპანეთი), მუსიალა (გერმანია) და გაკპო (ნიდერლანდები).
საქართველო ევროპის ჩემპიონატში, რომელიც წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება, პირველად მონაწილეობს.
თურქეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.
ევრო 2024-ზე მონაწილეობენ პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.
ყველა ახალი ამბავი
0