https://sputnik-georgia.com/20240618/tokios-centralur-parkshi-gvinis-pestivali-gaimarta-288464507.html
ტოკიოს ცენტრალურ პარკში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა
ტოკიოს ცენტრალურ პარკში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა
Sputnik საქართველო
ქართული ღვინის ფესტივალი ტოკიოში უკვე მეორედ გაიმართა. 18.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-18T13:05+0400
2024-06-18T13:05+0400
2024-06-18T13:17+0400
საქართველო
იაპონია
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283107912_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_192f7d78c1f2b5d163616d0bcbee0272.jpg
თბილისი, 18 ივნისი - Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს იოიოგის ცენტრალურ პარკში ქართული ღვინის მასშტაბური ფესტივალი გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ფესტივალი „საქართველოს დღეები იაპონიაში" ფარგლებში ჩატარდა - ქართული ღვინის იმპორტიორებმა ქართული ღვინის ცხრა კომპანიის 12-ზე მეტი დასახელების ქართული ღვინო წარადგინეს.ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას იაპონელი სომელიე რიუნესკო იოშიჰარა (Ryunosuke Yoshihara) უძღვებოდა.იაპონიაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, ქართული ღვინის ფესტივალი ტოკიოში უკვე მეორედ გაიმართა.იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინო მასშტაბურად პირველად 2014 წელს წარადგინეს. შემდგომ წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში.გასული წლის ოქტომბერში იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართა ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაცია, რომელსაც 80-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, სომელიეები, იმპორტიორები, ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები.2019 წელს, იაპონიის დედაქალაქში გაიმართა მასშტაბური გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“, რომელმაც, ორი თვის განმავლობაში, ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა.ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანია Red Bridge-თან 2017 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის საქმიანობა იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის მარკეტინგულ ღონისძიებებს მოიცავს.იაპონია მრავალი წელია საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს, სადაც პრემიუმ-ხარისხის ძვირადღირებული ღვინოები გადის.
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283107912_225:0:2956:2048_1920x0_80_0_0_1baa5f4a6020771cb7246471cb2d03b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, იაპონია , ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, იაპონია , ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ტოკიოს ცენტრალურ პარკში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა
13:05 18.06.2024 (განახლებულია: 13:17 18.06.2024) ქართული ღვინის ფესტივალი ტოკიოში უკვე მეორედ გაიმართა.
თბილისი, 18 ივნისი - Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს იოიოგის ცენტრალურ პარკში ქართული ღვინის მასშტაბური ფესტივალი გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ფესტივალი „საქართველოს დღეები იაპონიაში" ფარგლებში ჩატარდა - ქართული ღვინის იმპორტიორებმა ქართული ღვინის ცხრა კომპანიის 12-ზე მეტი დასახელების ქართული ღვინო წარადგინეს.
ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას იაპონელი სომელიე რიუნესკო იოშიჰარა (Ryunosuke Yoshihara) უძღვებოდა.
იაპონიაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, ქართული ღვინის ფესტივალი ტოკიოში უკვე მეორედ გაიმართა.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინო მასშტაბურად პირველად 2014 წელს წარადგინეს. შემდგომ წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში.
გასული წლის ოქტომბერში იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართა ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაცია, რომელსაც 80-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, სომელიეები, იმპორტიორები, ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები.
2019 წელს, იაპონიის დედაქალაქში გაიმართა მასშტაბური გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“, რომელმაც, ორი თვის განმავლობაში, ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა.
ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანია Red Bridge-თან 2017 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის საქმიანობა იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის მარკეტინგულ ღონისძიებებს მოიცავს.
იაპონია მრავალი წელია საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს, სადაც პრემიუმ-ხარისხის ძვირადღირებული ღვინოები გადის.