https://sputnik-georgia.com/20240618/semekitbiliselebs-shuqi-da-gazi-ar-gaetishebat-288477474.html
წყალმომარაგების საკითხის მოგვარებამდე თბილისელებს გაზი და შუქი არ გაეთიშებათ
წყალმომარაგების საკითხის მოგვარებამდე თბილისელებს გაზი და შუქი არ გაეთიშებათ
Sputnik საქართველო
როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, წყალსადენზე დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოების დასრულებას, მაქსიმუმ, ერთი კვირა დასჭირდება. 18.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-18T21:39+0400
2024-06-18T21:39+0400
2024-06-18T21:39+0400
საქართველო
სემეკი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23892/10/238921018_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_453b636446ea37e153596903c6909a5c.jpg
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. თბილისში არსებული წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრამდე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შეჩერდა, ნათქვამია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC) განცხადებაში.16 ივნისს, კვირას, სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა - შედეგად წყალმომარაგების გარეშე 110 ათასი ადამიანი დარჩა. 17 ივნისს პრობლემური არეალი დაახლოებით 63,4 ათას აბონენტამდე შემცირდა, რომლებიც 18 ივნისიდან წყალს გრაფიკით იღებენ.დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან პრობლემის დასაფიქსირებლად, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ნომერზე: 16 216ვითარება ავარიის ადგილზეცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდინარე არაგვის ხეობაში მდებარეობს.GWP-ის ინფორმაციით, კომპანიისგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ დროთა განმავლობაში აღნიშნული ტერიტორია ნაყარი მასალით ივსებოდა, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი. დიდი ოდენობით დაყრილი მასალის ზეწოლამ კი გამოიწვია „ჯივიპის“ ცენტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება.წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფენის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი.„ადგილზე 24-საათიან უწყვეტი რეჟიმით მუშაობს 6 ერთეული მძიმე ტექნიკა. ეს არის ამ დროისთვის მაქსიმალური რაოდენობა რისი განთავსებაც შესაძლებელია სამუშაო ტერიტორიაზე"- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.დასამუშავებელი მიწის არეალის გაფართოებასთან ერთად, დღის განმავლობაში ეტაპობრივად დაემატება მძიმე ტექნიკა.როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, წყალსადენზე დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოების დასრულებას, მაქსიმუმ, ერთი კვირა დასჭირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23892/10/238921018_111:0:1891:1335_1920x0_80_0_0_82e3829868cf3c734b99a99f4862a89b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სემეკი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სემეკი, საზოგადოება, ახალი ამბები
წყალმომარაგების საკითხის მოგვარებამდე თბილისელებს გაზი და შუქი არ გაეთიშებათ
როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, წყალსადენზე დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოების დასრულებას, მაქსიმუმ, ერთი კვირა დასჭირდება.
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. თბილისში არსებული წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრამდე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შეჩერდა, ნათქვამია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC) განცხადებაში.
16 ივნისს, კვირას, სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა - შედეგად წყალმომარაგების გარეშე 110 ათასი ადამიანი დარჩა. 17 ივნისს პრობლემური არეალი დაახლოებით 63,4 ათას აბონენტამდე შემცირდა, რომლებიც 18 ივნისიდან წყალს გრაფიკით იღებენ.
„თბილისში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების სრულად აღდგენის შემდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან პრობლემის დასაფიქსირებლად, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ნომერზე: 16 216
ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდინარე არაგვის ხეობაში მდებარეობს.
GWP-ის ინფორმაციით, კომპანიისგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ დროთა განმავლობაში აღნიშნული ტერიტორია ნაყარი მასალით ივსებოდა, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი. დიდი ოდენობით დაყრილი მასალის ზეწოლამ კი გამოიწვია „ჯივიპის“ ცენტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება.
წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფენის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი.
„ადგილზე 24-საათიან უწყვეტი რეჟიმით მუშაობს 6 ერთეული მძიმე ტექნიკა. ეს არის ამ დროისთვის მაქსიმალური რაოდენობა რისი განთავსებაც შესაძლებელია სამუშაო ტერიტორიაზე"- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
დასამუშავებელი მიწის არეალის გაფართოებასთან ერთად, დღის განმავლობაში ეტაპობრივად დაემატება მძიმე ტექნიკა.
როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, წყალსადენზე დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოების დასრულებას, მაქსიმუმ, ერთი კვირა დასჭირდება.