ევრო 2024: საქართველო თურქეთთან დამარცხდა

© AFP 2024 / ALBERTO PIZZOLIსაქართველო-თურქეთის მატჩი
საქართველო-თურქეთის მატჩი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2024
გამოწერა
საქართველოს ნაკრები 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ თურქეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 3:1 დამარცხდა.
მატჩში ანგარიში საქართველოს ნაკრების მეტოქეებმა გახსნეს - გოლი 25-ე წუთზე მერტ მიულდურმა გაიტანა. სულ რამდენიმე წუთის შემდეგ თურქებმა მეორე გოლი გაიტანეს, თუმცა, ვიდეოგამეორების შემდეგ არგენტინელმა არბიტრმა გოლი გააუქმა.
საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი, ისტორიული გოლი 32-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.
თურქებმა ორი გოლის გატანა მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს, საბოლოოდ კი შეხვედრა 3:1 - თურქეთის სასარგებლოდ დასრულდა.
თურქეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ევრო 2024-ზე მონაწილეობენ პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.
ყველა ახალი ამბავი
0