https://sputnik-georgia.com/20240618/qadagize-gaxarias-lelostan-tanamshromlobaze-288475091.html
უთავმოყვარეო, პატივაყრილი პოლიტიკოსი - დეპუტატი გახარიას „ლელოსთან" თანამშრომლობაზე
უთავმოყვარეო, პატივაყრილი პოლიტიკოსი - დეპუტატი გახარიას „ლელოსთან" თანამშრომლობაზე
Sputnik საქართველო
საქართველოს ყოფილი პრემიერის განცხადებამ „ლელოსთან“ თანამშრომლობის მზადყოფნის შესახებ კრიტიკა დაიმსახურა 18.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-18T19:00+0400
2024-06-18T19:00+0400
2024-06-18T19:00+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251890849_0:0:1671:941_1920x0_80_0_0_709057085e4c9a4fa3eabb6f72690f4f.jpg
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერი, ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პატივაყრილი პოლიტიკოსია, რომელიც დღეს საუბრობს მათთან თანამშრომლობაზე, ვინც ადრე მისი სახელი ტალახში ამოსვარა, დაწერა სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის" წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.როგორც ადრე გახარიამ განაცხადა, ყველა იმ პოლიტიკური ძალიდან, რომელიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე არსებობს, პარტია „საქართველოსთვის" ყველაზე ახლოს „ლელოა“. გახარიას თქმით, საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მისი პარტია ნებისმიერი ფორმის თანამშრომლობისთვის მზადაა.პოლიტიკოსის თქმით, გახარია იმ პარტიასთან თანამშრომლობაზე საუბრობს, რომელმაც ის არაერთხელ გააკრიტიკა. მათ შორის მას ეძახდნენ „თვალთხარიას“, კორუმპირებულ ჩინოვნიკს, ჯალათს.თუმცა, შეიძლება გახარიას სრულიად არ სიამოვნებს ყოველივე ეს, მაგრამ ასე უთხრეს მას „დიდმა ძმებმა" და ამიტომაც იგი ვერაფერს აკეთებს, „ასეთია მონის ბედი!", დასძინა ქადაგიძემ.„გახარია - თვალთხარია"საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბევრი ოპოზიციონერი ამ დრომდე ადანაშაულებს 2019 წლის 21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს თბილისში, პარლამენტის შენობასთან გამართული აქციის სასტიკად დარბევაში. საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია აქციის ორმა მონაწილემ – მაკო გომურმა, რომელმაც თვალი დაკარგა და ზაზა ბერიაშვილმა, რომელმაც სახეში რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად მხედველობა დაკარგა.2019 წლის ივნისში თბილისში საპროტესტო აქციის მიზეზი საქართველოს პარლამენტში გამართული მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის 26-ე გენერალური სხდომა გახდა. სესია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა, რამაც პროტესტი გამოიწვია და რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბა.პარლამენტის შენობასთან 20 ივნისს ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამეს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი, 40-მდე ჟურნალისტი.გახარიას თქმით, რომელსაც იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა, პოლიციამ იმ ღამეს ქვეყანა დიდი საფრთხისგან იხსნა, ხოლო გამოყენებული ტყვიები შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251890849_0:0:1671:1253_1920x0_80_0_0_9d0987e2422e28a6cb98a7c3b70a449e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
უთავმოყვარეო, პატივაყრილი პოლიტიკოსი - დეპუტატი გახარიას „ლელოსთან" თანამშრომლობაზე
საქართველოს ყოფილი პრემიერის განცხადებამ „ლელოსთან“ თანამშრომლობის მზადყოფნის შესახებ კრიტიკა დაიმსახურა
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერი, ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პატივაყრილი პოლიტიკოსია, რომელიც დღეს საუბრობს მათთან თანამშრომლობაზე, ვინც ადრე მისი სახელი ტალახში ამოსვარა, დაწერა სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის" წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.
როგორც ადრე გახარიამ განაცხადა, ყველა იმ პოლიტიკური ძალიდან, რომელიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე არსებობს, პარტია „საქართველოსთვის" ყველაზე ახლოს „ლელოა“. გახარიას თქმით, საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მისი პარტია ნებისმიერი ფორმის თანამშრომლობისთვის მზადაა.
„ამ კაცზე მეტად უთავმოყვარეო, პატივაყრილი პოლიტიკოსი, მეორე არ ჰყავს ოპოზიციას", - დაწერა ქადაგიძემ.
პოლიტიკოსის თქმით, გახარია იმ პარტიასთან თანამშრომლობაზე საუბრობს, რომელმაც ის არაერთხელ გააკრიტიკა. მათ შორის მას ეძახდნენ „თვალთხარიას“, კორუმპირებულ ჩინოვნიკს, ჯალათს.
„თვალთხარია, კორუფციონერი, ჯალათი და ათასი სისაძაგლე მიიზილა გახარიამ ამ პოლიტიკური ჯგუფისგან, ვისაც ახლა უვაზელინოდ ეტენება და თავმოყვარეობის ნასახი არ გააჩნია, რომ მინიმუმ საკუთარ წარსულს სცეს პატივი", - განაცხადა ქადაგიძემ.
თუმცა, შეიძლება გახარიას სრულიად არ სიამოვნებს ყოველივე ეს, მაგრამ ასე უთხრეს მას „დიდმა ძმებმა" და ამიტომაც იგი ვერაფერს აკეთებს, „ასეთია მონის ბედი!", დასძინა ქადაგიძემ.
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბევრი ოპოზიციონერი ამ დრომდე ადანაშაულებს 2019 წლის 21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს თბილისში, პარლამენტის შენობასთან გამართული აქციის სასტიკად დარბევაში. საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია აქციის ორმა მონაწილემ – მაკო გომურმა, რომელმაც თვალი დაკარგა და ზაზა ბერიაშვილმა, რომელმაც სახეში რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად მხედველობა დაკარგა.
2019 წლის ივნისში თბილისში საპროტესტო აქციის მიზეზი საქართველოს პარლამენტში გამართული მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის 26-ე გენერალური სხდომა გახდა. სესია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა, რამაც პროტესტი გამოიწვია და რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბა.
პარლამენტის შენობასთან 20 ივნისს ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამეს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი, 40-მდე ჟურნალისტი.
გახარიას თქმით, რომელსაც იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა, პოლიციამ იმ ღამეს ქვეყანა დიდი საფრთხისგან იხსნა, ხოლო გამოყენებული ტყვიები შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს.