კობახიძე: ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2024
გამოწერა
გერმანიის ერთ-ერთ უდიდესს სტადიონზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 10 ათასი ქართველი გულშემატკივარი უქომაგებს.
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. დადგა დღე, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები 30 წელი ველოდით, დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვაში.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას თურქეთთან დღეს გამართავს - მატჩი გერმანიის ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია იმაში, რომ ქართველი ფეხბურთებლები სამივე თამაშში ძალისხმევას არ დაიშურებენ და ჯგუფიდან აუცილებლად გავლენ.
„დღესაც ზუსტად ისევე მჯერა ჩვენი ბიჭების, როგორც 3 თვის წინ, 26 მარტს მჯეროდა. მჯეროდა, რომ ბიჭები თამაშში სულსა და გულს ჩადებდნენ და საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას აჩუქებდნენ. მჯერა ნაკრების თითოეული ფეხბურთელის. მჯერა ამ ბიჭების ნიჭისა და პატრიოტიზმის. მჯერა, რომ საქართველო გაიმარჯვებს!“, - განაცხადა კობახიძემ.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს, ხოლო გელზენკირხენში პორტუგალიას - 26 ივნისს.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.
ევრო 2024-ზე მონაწილეობენ პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრების პრემია 850 ათასი ლარის ნაცვლად 3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
მანამდე, საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში ჯილდოს სახით 30 მლნ ლარს გადასცემს. გარდა ამისა, ნაკრები ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველი მატჩის მოგებისთვის დამატებით 30 მლნ ლარით დაჯილდოვდება.
ყველა ახალი ამბავი
0