ერევანი-ბათუმის მატარებელი მგზავრებს 24 ივნისიდან მოემსახურება

© photo: Sputnik / Karen Yepremyan„ერევანი-ბათუმის" მატარებელი
„ერევანი-ბათუმის მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2024
გამოწერა
სომხეთიდან საქართველოს მიმართულებით რკინიგზა 25 მაისს ჩრდილოეთ სომხეთში უამინდობის გამო დაზიანდა.
თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. ერევნიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი მოძრაობას 24 ივნისიდან დაიწყებს, იუწყება კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა".
„24 ივნისიდან ერევანი-ბათუმი-ერევნის მარშრუტზე მატარებელი ყოველ მეორე დღეს იმოძრავებს", - ნათქვამია განცხადებაში.
მატარებელი 1 ოქტომბრამდე, ყოველ მეორე დღეს, იმოძრავებს. ზაფხულის პერიოდში გაუქმდა ერევანი–თბილისი–ერევნის მარშრუტით მოძრავი მატარებელი, რადგან თბილისამდე მგზავრობა ბათუმის მატარებლითაა შესაძლებელი, განმარტეს კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ სომხეთიდან საქართველოს მიმართულებით რკინიგზა 25 მაისს ჩრდილოეთ სომხეთში უამინდობის გამო დაზიანდა. 14 ივნისს შესაძლებელი გახდა ლიანდაგის აღდგენა, 15-ში კი საქართველოდან პირველი საკონტეინერო მატარებელი გავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0