https://sputnik-georgia.com/20240618/davitashvili-saqartvelo-portebs-qveynis-interesebis-gatvaliswinebit-ganavitarebs-288459489.html
დავითაშვილი: საქართველო პორტებს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განავითარებს
დავითაშვილი: საქართველო პორტებს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განავითარებს
Sputnik საქართველო
უმსხვილესი საპორტო ოპერატორი APM Terminals Poti ფოთის პორტის გაფართოების პროექტში მინიმუმ 200 მლნ დოლარის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს. 18.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-18T11:39+0400
2024-06-18T11:39+0400
2024-06-18T11:02+0400
საქართველო
საქართველოს პორტები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ანაკლია
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/07/236460767_0:70:2000:1195_1920x0_80_0_0_b384b2e0f6ee41655c61929b33873f14.jpg
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ფოთის პორტის გაფართოებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტები სახელმწიფო ინტერესების დაცვის გათვალისწინებით განხორციელდება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას და ფოთის პორტის გაფართოებას, რომლებიც „შუა დერეფნის" ერთ-ერთი რგოლია.უმსხვილესი საპორტო ოპერატორი „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ (APM Terminals Poti) მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობასთან შესაბამის შეთანხმებას გააფორმებს, ფოთის პორტის გაფართოების პროექტში მინიმუმ 200 მლნ დოლარის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს.ვიცე-პრემიერის თქმით, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, თუმცა, უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინება და დაცვა.„საბოლოო შედეგი, რაც გვინდა რომ მივიღოთ, არის უფრო გამართული ოპერაციები, მეტი კონკურენტუნარიანობა და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სახელმწიფოს ინტერესების დაცვით. ყველაფერი ყველაფრის ფასად - ეს არ არის ჩვენი პრინციპი, ასეთი პრინციპი დამაზიანებელი იყო ჩვენი ეკონომიკისთვის წლების განმავლობაში", - აღნიშნა მინისტრმა.მისი თქმით, თუ რა პირობით მოხდება ინვესტიციების განხორციელება, მათ შორის, საპრივატიზაციო პირობები, სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებები საჯარო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების კუთხით და ა.შ. ეს არის განსახილველი საკითხები, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება მოლაპარაკების საგანი.კომპანიამ რამდენიმე წლის წინ გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, გააფართოოს ფოთის არსებული პორტი და განახორციელოს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ფოთის ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობის ზრდას საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გავლით, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის ეკონომიკისა და „შუა დერეფნის“ განვითარებაში.ანალოგიური დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს ანაკლიის პორტის პროექტთან მიმართებით, რისთვისაც ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ პროექტის განხორციელება სახელმწიფოს ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით მოხდეს.საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა განაახლოს ანაკლიის პორტის მშენებლობა იმ პირობით, რომ სახელმწიფო 51%-იანი წილის მფლობელი იქნება, დანარჩენის კი კერძო ინვესტორი.საქართველო აქტიურად მუშაობს სატრანზიტო შესაძლებლობების გაფართოებაზე და ამ თვალსაზრისით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა შავ ზღვაში განიხილება როგორც ტვირთნაკადის ზრდის დამატებითი შანსი შუა დერეფანში, მარშრუტის, რომელიც აკავშირებს ჩინეთსა და ევროპას ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით.როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, „შუა დერეფანი" არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/07/236460767_126:0:1903:1333_1920x0_80_0_0_061d17858f0be9b559b70294dbb516f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პორტები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ანაკლია, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პორტები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ანაკლია, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
დავითაშვილი: საქართველო პორტებს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განავითარებს
უმსხვილესი საპორტო ოპერატორი APM Terminals Poti ფოთის პორტის გაფართოების პროექტში მინიმუმ 200 მლნ დოლარის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს.
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ფოთის პორტის გაფართოებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტები სახელმწიფო ინტერესების დაცვის გათვალისწინებით განხორციელდება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას და ფოთის პორტის გაფართოებას, რომლებიც „შუა დერეფნის" ერთ-ერთი რგოლია.
„ფოთის და ანაკლიის პორტის პროექტები განხორციელდება ისე, რომ საქართველოს შესაძლებლობა გაიზარდოს და სახელმწიფო ინტერესები იყოს დაცული", - განაცხადა დავითაშვილმა.
უმსხვილესი საპორტო ოპერატორი „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ (APM Terminals Poti) მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობასთან შესაბამის შეთანხმებას გააფორმებს, ფოთის პორტის გაფართოების პროექტში მინიმუმ 200 მლნ დოლარის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს.
„ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს პარტნიორს „ეიპიემ ტერმინალს“, რომელიც საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის ოპერატორია, რომელთანაც ჩვენ გვაქვს მჭიდრო დიალოგი. გასულ კვირასაც პირადად მე მქონდა ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრა და ჩვენ ვისაუბრეთ გეგმებზე და ვფიქრობ, სამინისტროს არ აქვს დიალოგის დეფიციტი, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო კონკრეტული კომუნიკაცია", - განაცხადა დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, თუმცა, უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინება და დაცვა.
„საბოლოო შედეგი, რაც გვინდა რომ მივიღოთ, არის უფრო გამართული ოპერაციები, მეტი კონკურენტუნარიანობა და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სახელმწიფოს ინტერესების დაცვით. ყველაფერი ყველაფრის ფასად - ეს არ არის ჩვენი პრინციპი, ასეთი პრინციპი დამაზიანებელი იყო ჩვენი ეკონომიკისთვის წლების განმავლობაში", - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, თუ რა პირობით მოხდება ინვესტიციების განხორციელება, მათ შორის, საპრივატიზაციო პირობები, სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებები საჯარო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების კუთხით და ა.შ. ეს არის განსახილველი საკითხები, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება მოლაპარაკების საგანი.
„7 წლის განმავლობაში ბევრჯერ შეცვალა კომპანიამ და ინვესტორმა თავისი პირობები და მათი გაგებაც შეიძლება, რადგანაც კონიუნქტურა ამ 7 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იცვლებოდა. გარდა ამისა, ასეთი ტიპის ინვესტიციები ყოველთვის რთულად განსახორციელებელია", - განაცხადა დავითაშვილმა.
კომპანიამ რამდენიმე წლის წინ გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, გააფართოოს ფოთის არსებული პორტი და განახორციელოს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ფოთის ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობის ზრდას საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გავლით, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის ეკონომიკისა და „შუა დერეფნის“ განვითარებაში.
ანალოგიური დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს ანაკლიის პორტის პროექტთან მიმართებით, რისთვისაც ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ პროექტის განხორციელება სახელმწიფოს ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით მოხდეს.
საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა განაახლოს ანაკლიის პორტის მშენებლობა იმ პირობით, რომ სახელმწიფო 51%-იანი წილის მფლობელი იქნება, დანარჩენის კი კერძო ინვესტორი.
საქართველო აქტიურად მუშაობს სატრანზიტო შესაძლებლობების გაფართოებაზე და ამ თვალსაზრისით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა შავ ზღვაში განიხილება როგორც ტვირთნაკადის ზრდის დამატებითი შანსი შუა დერეფანში, მარშრუტის, რომელიც აკავშირებს ჩინეთსა და ევროპას ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით.
როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, „შუა დერეფანი" არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.