https://sputnik-georgia.com/20240618/cageri-lentexis-teritoriaze-mewyeri-chamowva-288470444.html
ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე მეწყერი ხუთ ლოკაციაზე ჩამოწვა
ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე მეწყერი ხუთ ლოკაციაზე ჩამოწვა
Sputnik საქართველო
მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და დაბას არ მიეწოდება ელექტროენერგია. 18.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-18T16:39+0400
2024-06-18T16:39+0400
2024-06-18T16:39+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/12/288468525_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_2fb89e6f8bf61f442a54725d0f008d66.jpg
თბილისი, 18 ივნისი - Sputnik. ქვემო სვანეთში მოსული უხვი ნალექის შედეგად ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე ხუთ ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.სტიქიის შედეგად აღნიშნულ პერიმეტრზე რამდენიმე საათის განმავლობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო. მერიის ცნობით, ამ დროისთვის გაწმენდილია სტიქიის ზონის ხუთივე ლოკაცია და მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.სტიქიის ადგილზე მობილიზებულია ხუთი ერთეული ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები.უწყების ცნობით, ცენტრალურ გზაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ბოძების მწყობრიდან გამოსვლის გამო მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და დაბას არ მიეწოდება ელექტროენერგია.ადგილზე მობილიზებულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ელექტროენერგიის მიწოდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე აღდგება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/12/288468525_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_07558093f5f8044d81c38fd01853fd14.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე მეწყერი ხუთ ლოკაციაზე ჩამოწვა
მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და დაბას არ მიეწოდება ელექტროენერგია.
თბილისი, 18 ივნისი - Sputnik. ქვემო სვანეთში მოსული უხვი ნალექის შედეგად ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე ხუთ ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
სტიქიის შედეგად აღნიშნულ პერიმეტრზე რამდენიმე საათის განმავლობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო. მერიის ცნობით, ამ დროისთვის გაწმენდილია სტიქიის ზონის ხუთივე ლოკაცია და მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
სტიქიის ადგილზე მობილიზებულია ხუთი ერთეული ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები.
უწყების ცნობით, ცენტრალურ გზაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ბოძების მწყობრიდან გამოსვლის გამო მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და დაბას არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ადგილზე მობილიზებულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ელექტროენერგიის მიწოდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე აღდგება.