https://sputnik-georgia.com/20240617/vake-saburtalos-gldans-da-mcxetas-wyaki-ar-miewodeba-gwp-288447482.html
ვაკე-საბურთალოს, გლდანსა და მცხეთას წყალი არ მიეწოდება: GWP-ის საგანგებო განცხადება
ვაკე-საბურთალოს, გლდანსა და მცხეთას წყალი არ მიეწოდება: GWP-ის საგანგებო განცხადება
Sputnik საქართველო
როდის აღდგება წყალმომარაგება, ამ დროისთვის უცნობია. 17.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-17T15:41+0400
2024-06-17T15:41+0400
2024-06-17T15:41+0400
საქართველო
gwp
თბილისი დღეს
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/01/283868583_0:384:2048:1536_1920x0_80_0_0_43fd75b1d05fbace0af0e284ad3d53c0.jpg
თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე დაზიანების მიზეზებს განმარტავს.გუშინ, სოფელ წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში, ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდინარე არაგვის ხეობაში მდებარეობს.როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ჯივიპისგან“ დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ დროთა განმავლობაში აღნიშნული ტერიტორია ნაყარი მასალით ივსებოდა, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.კომპანიის განცხადებით, „ჯივიპის“ თანამშრომლები დაზიანების დაფიქსირების მომენტიდან ადგილზე არიან მობილიზებული, გუშინვე მოხდა მილის ტექნიკური დათვალიერება და დიაგნოსტირება.„დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მესამე მხარის მიერ დიდი ოდენობით დაყრილი მასალის ზეწოლამ გამოიწვია „ჯივიპის“ ცენტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება“, - ნათქვამია განცხადებაში.ურთულესი ტექნიკური დაზიანების აღმოსაფხვრელად აუცილებელია შემოვლითი ქსელის მოწყობა. ალტერნატიული ქსელის მოწყობის მიზნით გუშინვე დაიწყო გეოლოგებთან და შესაბამის ტექნიკურ ჯგუფებთან ერთად საგანგებო გეგმის შემუშავება და მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება.„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას ეტაპობრივად მიაწოდებს ინფორმაციას სამუშაოების მიმდინარეობასთან და წყალმომარაგების აღდგენის ვადებთან დაკავშირებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/01/283868583_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_293543bada9ab5a944157eb57a1beff2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, gwp, თბილისი დღეს, საზოგადოება
საქართველო, gwp, თბილისი დღეს, საზოგადოება
ვაკე-საბურთალოს, გლდანსა და მცხეთას წყალი არ მიეწოდება: GWP-ის საგანგებო განცხადება
როდის აღდგება წყალმომარაგება, ამ დროისთვის უცნობია.
თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე დაზიანების მიზეზებს განმარტავს.
გუშინ, სოფელ წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში, ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.
ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდინარე არაგვის ხეობაში მდებარეობს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ჯივიპისგან“ დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ დროთა განმავლობაში აღნიშნული ტერიტორია ნაყარი მასალით ივსებოდა, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.
„ხელოვნურად ნაყარი მიწის მასა დიდ ფართობზეა გაშლილი, არის მეწყერული და ნებისმიერი მანიპულაციის დროს იწყებს ჩამოშლას. შესაბამისად, რთულდება როგორც ცოცხალი ძალით, ასევე ტექნიკით მუშაობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის განცხადებით, „ჯივიპის“ თანამშრომლები დაზიანების დაფიქსირების მომენტიდან ადგილზე არიან მობილიზებული, გუშინვე მოხდა მილის ტექნიკური დათვალიერება და დიაგნოსტირება.
„დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მესამე მხარის მიერ დიდი ოდენობით დაყრილი მასალის ზეწოლამ გამოიწვია „ჯივიპის“ ცენტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ურთულესი ტექნიკური დაზიანების აღმოსაფხვრელად აუცილებელია შემოვლითი ქსელის მოწყობა. ალტერნატიული ქსელის მოწყობის მიზნით გუშინვე დაიწყო გეოლოგებთან და შესაბამის ტექნიკურ ჯგუფებთან ერთად საგანგებო გეგმის შემუშავება და მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას ეტაპობრივად მიაწოდებს ინფორმაციას სამუშაოების მიმდინარეობასთან და წყალმომარაგების აღდგენის ვადებთან დაკავშირებით.