https://sputnik-georgia.com/20240617/saqartvelodan-mocvis-eqsporti-izrdeba-288445347.html
საქართველოდან მოცვის ექსპორტი იზრდება
საქართველოდან მოცვის ექსპორტი იზრდება
Sputnik საქართველო
2023 წელთან შედარებით საქართველოდან მოცვის ექსპორტი 4,5-ჯერ გაიზარდა. 17.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-17T19:41+0400
2024-06-17T19:41+0400
2024-06-17T19:41+0400
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24024/58/240245861_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_8c3d34c74f5d25b4c902f1d5e768e43f.jpg
თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 11, 4 მლნ დოლარის ლურჯი მოცვია ექსპორტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.ქართული ლურჯი მოცვის ექსპორტი 2019 წელს დაიწყო და ყოველ წელს ორმაგდება როგორც რაოდენობის, ისე თანხის მხრივ.უწყების ცნობით, საქართველოდან მოცვის ექსპორტი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. კერძოდ, 2024 წლის 1 მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით პერიოდში ექსპორტზე გავიდა 1,8 ათასი ტონა მოცვი.ბოლო წლებში მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალშემოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენდა იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.მოცვის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი არიან აშშ და ჩინეთი, ხოლო უმსხვილესი ექსპორტიორები - პერუ, ჩილე, ესპანეთი, კანადა და ნიდერლანდები. სწორედ ეს ხუთი ქვეყანა განსაზღვრავს საექსპორტო ფასს მთელ მსოფლიოში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24024/58/240245861_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_69509f97fdc1bbbb356c2f3ea7adbb76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოდან მოცვის ექსპორტი იზრდება
2023 წელთან შედარებით საქართველოდან მოცვის ექსპორტი 4,5-ჯერ გაიზარდა.
თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 11, 4 მლნ დოლარის ლურჯი მოცვია ექსპორტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ქართული ლურჯი მოცვის ექსპორტი 2019 წელს დაიწყო და ყოველ წელს ორმაგდება როგორც რაოდენობის, ისე თანხის მხრივ.
უწყების ცნობით, საქართველოდან მოცვის ექსპორტი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. კერძოდ, 2024 წლის 1 მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით პერიოდში ექსპორტზე გავიდა 1,8 ათასი ტონა მოცვი.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა1,4 ათასი ტონით (4,5-ჯერ), ხოლო ღირებულება - 8,7 მლნ აშშ დოლარით (4,2-ჯერ) გაიზარდა.
ბოლო წლებში მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალშემოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენდა იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.
მოცვის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი არიან აშშ და ჩინეთი, ხოლო უმსხვილესი ექსპორტიორები - პერუ, ჩილე, ესპანეთი, კანადა და ნიდერლანდები. სწორედ ეს ხუთი ქვეყანა განსაზღვრავს საექსპორტო ფასს მთელ მსოფლიოში.