პესკოვი: უწყებები იმსჯელებენ რუსეთ-საქართველოს შორის ვიზების გაუქმების შესახებ მიმართვაზე

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი  - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2024
გამოწერა
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. რუსეთის შესაბამისი უწყებები გააანალიზებენ ქართული მხარის მიმართვას რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების შესახებ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან.
პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების თხოვნით მიმართა. მიმართვაში ასევე საუბარია საქართველოს იმ მოქალაქეების გათავისუფლებაზე, რომლებმაც დაარღვიეს რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის კანონიერი ვადა და შეიცავს წინადადებას, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემები რუსეთის ფედერაციაში დასაქმების კუთხით.
„არა, სიმართლე გითხრათ, არ მინახავს, ​​მაგრამ თუ იყო, მაშინ ჩვენ ვნახავთ და, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაბამისი უწყებები გააანალიზებენ ამ მიმართვას“, - განაცხადა პესკოვმა კითხვის პასუხად, რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმისგაუქმების წინადადებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მიმართვაზე იქნება თუ არა რაიმე სახის რეაგირება.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა 2019 წელს დაწესებული ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლას იმ სასაზღვრო პუნქტებით შეძლებენ, რომლებიც საერთაშორისო მიმოსვლისთვისაა გახსნილი — ყოველი 180 დღიდან ჯამში 90 დღემდე ვადით, დიპლომატიური, სამსახურებრივი, კერძო, საქმიანი, ტურისტული და ჰუმანიტარული მიზნებით, ასევე მოკლევადიანი სწავლისთვის.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0