https://sputnik-georgia.com/20240617/kojorshi-jaris-banaki-gaixsna-288453486.html
პრემიერი: წელს „ჯარის ბანაკმა" 2 ათასზე მეტი უფროსკლასელი მიიღო
პრემიერი: წელს „ჯარის ბანაკმა" 2 ათასზე მეტი უფროსკლასელი მიიღო
Sputnik საქართველო
პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულის აღზრდა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და ცნობიერების ამაღლება ქართული ჯარის შესახებ 17.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-17T21:00+0400
2024-06-17T21:00+0400
2024-06-17T21:00+0400
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288451254_0:52:1280:772_1920x0_80_0_0_4f59647110dcd053fe8c408864f014d3.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. წელს „ჯარის ბანაკის" პროექტში 2,3 ათასი უფროსკლასელი იღებს მონაწილეობას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზაფხულო ბანაკის გახსნის ცერემონიაზე. პროექტმა „ჯარის ბანაკი" სკოლის IX-XI კლასელებისთვის კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში აიღო სტარტი. სკოლის მოსწავლეებს შეასწავლიან პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, ისეთ საგნებს, როგორიცაა ტოპოგრაფია და ნავიგაცია და მრავალი სხვა.მთავრობის მეთაურის თქმით, ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა ბანაკში აქტიურად და პროდუქტიულად დაისვენონ და მიიღოთ ახალი ცოდნა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საზაფხულო ბანაკში ყოფნის პერიოდში ახალგაზრდები შეძლებენ სამხედრო საქმეების შესწავლას უშუალოდ სამხედრო ბაზებზე. „ძალზე მნიშვნელოვანია უშუალო შეხება ჯართან. ჯარი არის ჩვენი სიამაყე და ჯარი არის ჩვენი ისტორია", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ სწორედ ჯარია, რამაც დღემდე მოიტანა საქართველოს დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა.„ჯარის ბანაკი"საზაფხულო „ჯარის ბანაკი" თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის მიერ ინიცირებული პროექტია. ის წელს პირველად ხორციელდება განათლების სამინისტროსთან ერთად. პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულის აღზრდა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და ცნობიერების ამაღლება ქართული ჯარის შესახებ.გასულ წელს „ჯარის ბანაკში" 800-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288451254_92:0:1189:823_1920x0_80_0_0_d2ce7abb307dc35e380168812061b6ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პრემიერი: წელს „ჯარის ბანაკმა" 2 ათასზე მეტი უფროსკლასელი მიიღო
პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულის აღზრდა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და ცნობიერების ამაღლება ქართული ჯარის შესახებ
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. წელს „ჯარის ბანაკის" პროექტში 2,3 ათასი უფროსკლასელი იღებს მონაწილეობას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზაფხულო ბანაკის გახსნის ცერემონიაზე.
პროექტმა „ჯარის ბანაკი" სკოლის IX-XI კლასელებისთვის კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში აიღო სტარტი. სკოლის მოსწავლეებს შეასწავლიან პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, ისეთ საგნებს, როგორიცაა ტოპოგრაფია და ნავიგაცია და მრავალი სხვა.
„მიხარია, რომ წლევანდელ წელს უკვე მეორე ნაკადი მოდის და 2,3 ათასი მოსწავლე არის უკვე ჩართული ამ მნიშვნელოვან პროექტში. მადლობას ვუხდი თავდაცვისა და განათლების სამინისტროს და ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაშია ჩართული, ახალგაზრდებს კი მინდა გისურვოთ წარმატებული და სასიამოვნო დღეების გატარება", განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა ბანაკში აქტიურად და პროდუქტიულად დაისვენონ და მიიღოთ ახალი ცოდნა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საზაფხულო ბანაკში ყოფნის პერიოდში ახალგაზრდები შეძლებენ სამხედრო საქმეების შესწავლას უშუალოდ სამხედრო ბაზებზე.
„ძალზე მნიშვნელოვანია უშუალო შეხება ჯართან. ჯარი არის ჩვენი სიამაყე და ჯარი არის ჩვენი ისტორია", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ სწორედ ჯარია, რამაც დღემდე მოიტანა საქართველოს დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა.
საზაფხულო „ჯარის ბანაკი" თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის მიერ ინიცირებული პროექტია. ის წელს პირველად ხორციელდება განათლების სამინისტროსთან ერთად.
პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულის აღზრდა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და ცნობიერების ამაღლება ქართული ჯარის შესახებ.
გასულ წელს „ჯარის ბანაკში" 800-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდა.