პრემიერი: 37 ათას მასწავლებელს ანაზღაურება 500 ლარით გაეზრდება

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2024
გამოწერა
მომდევნო 4 წლის განმავლობაში რეფორმები გაგრძელდება როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების ყველა სფეროში.
თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან 37 ათას მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება კი გაეზრდება 800 ლარით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები. სტატუსიდან გამომდინარე ხელფასი 400-დან 1.745 ლარამდე მერყეობს.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში რეფორმები გაგრძელდება როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების ყველა სფეროში.
„განათლების ყველა სფერო იქნება ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი. პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა კარიერული ზრდის სისტემის დახვეწაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც ადრე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება. სწორედ ამას ემსახურება ახალი სახელფასო სისტემა, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული საგაკვეთილო საათების რაოდენობას, სამუშაო სტაჟს, აკადემიურ ხარისხს და, რა თქმა უნდა, არსებულ სტატუსებს.
ახალი პოლიტიკის თანახმად, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელსა და სპეცმასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება. სისტემაში დაახლოებით 52 ათასზე მეტი პედაგოგია, რაც მასწავლებლების კონტინგენტის 70%-ია. აქედან:
21 ათასამდე მასწავლებელს ხელფასი 500 ლარით გაეზრდება;
8 ათასამდე მასწავლებელს ხელფასი 600 ლარით გაეზრდება;
5 ათასამდე მასწავლებელს ხელფასი 700 ლარით გაეზრდება;
3 ათასამდე მასწავლებელს ხელფასი 800 ლარით გაეზრდება.
მასწავლებელების დაახლოებით 25%-ს კი ხელფასი 300-დან 400-ლარამდე გაეზრდება. გარდა ამისა, მინიმუმ 200-ლარიანი მატება მცირე საათობრივი დატვირთვის შემთხვევაშიც შეეხება ყველა პედაგოგს, რაც მასწავლებელების 5%-ს შეადგენს.
რეფორმების მიხედვით, 20 სკოლაში დაიწყება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და მე-12 კლასის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სკოლაში დაეუფლონ სასურველ პროფესიას.
ქართულ სკოლებში სწავლა 12 წელი გრძელდება. საქართველოს სკოლებში სწავლადაყოფილია სამ საფეხურად: დაწყებითი საფეხური - პირველიდან მეექვსე კლასამდე, საბაზო - მეშვიდედან მეცხრე კლასამდე, საშუალო - მეათედან მე-12 კლასამდე. სკოლის ატესტატთან ერთად, ახალგაზრდები მიიღებენ პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტსაც
ყველა ახალი ამბავი
0