https://sputnik-georgia.com/20240617/bochorishvili-evropashi-ar-moswont-mmartveli-elitebis-politika-288444764.html
დეპუტატი: ევროპელ ამომრჩეველს მმართველი ელიტების პოლიტიკა არ მოსწონს
დეპუტატი: ევროპელ ამომრჩეველს მმართველი ელიტების პოლიტიკა არ მოსწონს
Sputnik საქართველო
ბოჭორიშვილის თქმით, ევროპელ ამომრჩეველს სხვა საკითხები უფრო აღელვებთ, ვიდრე ის საკითხები, რომელზეც ევროპელი პოლიტიკოსების ყურადღების კონცენტრირება ხდება. 17.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-17T13:29+0400
2024-06-17T13:29+0400
2024-06-17T13:29+0400
საქართველო
ევროპარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288443027_0:119:960:659_1920x0_80_0_0_3e476d33b935449690c14a714c65385c.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა, რომლითაც უკმაყოფილო არიან ბრიუსელში, აჩვენა, რომ ევროპელ ამომრჩეველს არ მოსწონს მმართველი ელიტების პოლიტიკა, განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა. გაიმარჯვა იგივე „ევროპის სახალხო პარტიამ", თუმცა, მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიებმა გააუმჯობესეს თავიანთი შედეგები ევროკავშირის ძირითად ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. უფრო მეტიც, ბოლო ორ ქვეყანაში მმართველი პარტიები მემარჯვენეებთან დამარცხდნენ.მისი თქმით, ევროპელ ამომრჩეველს სხვა საკითხები უფრო აღელვებთ, ვიდრე ის საკითხები, რომელზეც ევროპელი პოლიტიკოსების ყურადღების კონცენტრირება ხდება. „ევროპის სახალხო პარტიამ", რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენს, ევროპარლამენტში 720 ადგილიდან 185 მოიპოვა, ცხრა მანდატით მეტი, ვიდრე 2019 წელს.ევროპარლამენტის არჩევნებში მეორე ადგილი „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსს“ ერგო. მან მიიღო 137 საპარლამენტო მანდატი, ანუ ორით ნაკლები 2019 წელთან შედარებით.მესამე ადგილზე გავიდა „ პარტია „განაახლე ევროპა“, რომელშიც მაკრონის პარტია „რენესანსი" შედის, მან მხოლოდ 79 ადგილი მოიპოვა.ევროპარლამენტის არჩევნებში საპრეზიდენტო პარტიის გამანადგურებელი დამარცხების შემდეგ, რომელიც უკან ჩამოიტოვა ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ" ემანუელ მაკრონმა დაითხოვა პარლამენტი და დანიშნა ახალი არჩევნები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288443027_0:126:960:846_1920x0_80_0_0_86ab62d9dcde5da49a57e70368e9144a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევროპარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, ევროპარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , ახალი ამბები
დეპუტატი: ევროპელ ამომრჩეველს მმართველი ელიტების პოლიტიკა არ მოსწონს
ბოჭორიშვილის თქმით, ევროპელ ამომრჩეველს სხვა საკითხები უფრო აღელვებთ, ვიდრე ის საკითხები, რომელზეც ევროპელი პოლიტიკოსების ყურადღების კონცენტრირება ხდება.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა, რომლითაც უკმაყოფილო არიან ბრიუსელში, აჩვენა, რომ ევროპელ ამომრჩეველს არ მოსწონს მმართველი ელიტების პოლიტიკა, განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა. გაიმარჯვა იგივე „ევროპის სახალხო პარტიამ", თუმცა, მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიებმა გააუმჯობესეს თავიანთი შედეგები ევროკავშირის ძირითად ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. უფრო მეტიც, ბოლო ორ ქვეყანაში მმართველი პარტიები მემარჯვენეებთან დამარცხდნენ.
„ეს შედეგები საყურადღებოა. რასაც ვხედავთ, ბრიუსელშიც დიდად კმაყოფილი არ არიან იმ შედეგებით, რაც ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა - სწორედ ტენდენციებიდან გამომდინარე, რაც ერთგვარად, ევროპის მოქალაქეების მხრიდან გამაფრთხილებელი ხმაა. მათ დიდწილად მმართველი ელიტების პოლიტიკა არ მოსწონთ", - განაცხადა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედზე".
მისი თქმით, ევროპელ ამომრჩეველს სხვა საკითხები უფრო აღელვებთ, ვიდრე ის საკითხები, რომელზეც ევროპელი პოლიტიკოსების ყურადღების კონცენტრირება ხდება.
„ერთი შეხედვით, შესაძლოა, დიდი პოლიტიკური ჯგუფების რაოდენობაში ბევრი არაფერი შეიცვალა, ვთქვათ, კვლავ „ევროპის სახალხო პარტია“ იქნება ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი, თუმცა, მიუხედავად ამისა, საინტერესო ტენდენციები შეიმჩნეოდა ქვეყნების მიხედვით. განსაკუთრებით, რომ შევხედოთ საფრანგეთსა და გერმანიას. ანუ, ნიშანი იყო ის, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტიების საწინააღმდეგო ხმები იყო უფრო მეტი", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
„ევროპის სახალხო პარტიამ", რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენს, ევროპარლამენტში 720 ადგილიდან 185 მოიპოვა, ცხრა მანდატით მეტი, ვიდრე 2019 წელს.
ევროპარლამენტის არჩევნებში მეორე ადგილი „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსს“ ერგო. მან მიიღო 137 საპარლამენტო მანდატი, ანუ ორით ნაკლები 2019 წელთან შედარებით.
მესამე ადგილზე გავიდა „ პარტია „განაახლე ევროპა“, რომელშიც მაკრონის პარტია „რენესანსი" შედის, მან მხოლოდ 79 ადგილი მოიპოვა.
ევროპარლამენტის არჩევნებში საპრეზიდენტო პარტიის გამანადგურებელი დამარცხების შემდეგ, რომელიც უკან ჩამოიტოვა ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ" ემანუელ მაკრონმა დაითხოვა პარლამენტი და დანიშნა ახალი არჩევნები.