ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება

საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2024
გამოწერა
საქართველოს ბიზნეს-სექტორში პირველ კვარტალში საშუალო ხელფასმა თვეში 1 985,4 ლარი შეადგინა.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს-სექტორის საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობამ 749,4 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2023 წლის იანვარი-მარტის მონაცემზე 4,6%-ით მეტია, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
დასაქმებულების საერთო რაოდენობიდან 56,5% მამაკაცია, ხოლო 43,5% – ქალი.
უწყების ცნობით, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების რაოდენობა ერთ წელიწადში 3,8%-ით გაიზარდა და 703,2 ათასი ადამიანი შეადგინა. ხარჯებმა პერსონალზე პირველ კვარტალში 4,3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17,1%-ით მეტია.
საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასმა თვეში შეადგინა 1.985,4 ლარი, რაც 226,3 ლარით მეტია, ვიდრე გასულ წელს. მათ შორის, ქალების საშუალო ხელფასმა შეადგინა 1.559,2 ლარი, რაც 163,7 ლარით მეტია 2023 წლის იანვარი–მარტის მაჩვენებელზე.
საქართველოში 2024 წლის პირველ კვარტალში საწარმოების საერთო ბრუნვამ 48,9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 10,7%-ით მეტია 2023 წლის იანვარი-მარტის მაჩვენებელზე.
საქართველოს ბიზნეს-სექტორში წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობამ ფულის სახით საანგარიშო პერიოდში 17,9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 12,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს მშპ-ის ზრდამ 2024 წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდტან შედარებით 7,8% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0