https://sputnik-georgia.com/20240617/archevnebi-2024-buka-petriashvili-droas-sheuertda-288449208.html
არჩევნები 2024: ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პარტია „დროას" შეუერთდა
არჩევნები 2024: ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პარტია „დროას" შეუერთდა
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსის თქმით, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს, რათა საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნდეს 17.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-17T21:00+0400
2024-06-17T21:00+0400
2024-06-17T21:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23346/09/233460982_47:141:979:665_1920x0_80_0_0_19aaa2af518e1ce990cc99c1dfc7742e.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების წინ ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი ელენე ხოშტარიას პარტია „დროას" შეუერთდა, გადაწყვეტილება ერთობლივ ბრიფინგზე გამოცხადდა.პროდასავლური ოპოზიციის უმრავლესობა ფიქრობს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის 26 ოქტომბრის არჩევნებზე რამდენიმე ოპოზიციური გაერთიანებით უნდა წავიდეს. ასევე არსებობს მოსაზრება მთელი პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანების შესახებ, მაგრამ ამას ყველა არ იზიარებს.ოპოზიციურმა პარტიებმა „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“, რომლებიც საქართველოს ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობენ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძალთა გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მიიღეს.როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს, რათა საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნდეს. პოლიტიკოსის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ერთად შეძლებენ შექმნან ძლიერი ცენტრი, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს 26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის დიდ გამარჯვებაში.პეტრიაშვილს სახელმწიფო მინისტრის პოსტი 2012-2014 წლებში ეკავა. იგი მთავრობის წევრი მას შემდეგ გახდა, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნება" მოვიდა.საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23346/09/233460982_167:132:877:665_1920x0_80_0_0_336c83534e902822aba7bd5de763a8c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
არჩევნები 2024: ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პარტია „დროას" შეუერთდა
პოლიტიკოსის თქმით, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს, რათა საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნდეს
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების წინ ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი ელენე ხოშტარიას პარტია „დროას" შეუერთდა, გადაწყვეტილება ერთობლივ ბრიფინგზე გამოცხადდა.
პროდასავლური ოპოზიციის უმრავლესობა ფიქრობს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის 26 ოქტომბრის არჩევნებზე რამდენიმე ოპოზიციური გაერთიანებით უნდა წავიდეს. ასევე არსებობს მოსაზრება მთელი პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანების შესახებ, მაგრამ ამას ყველა არ იზიარებს.
„დღეს პოლიტიკურ სარბიელზე გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს. ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და ჩემთვის დიდი პატივია შევუერთდე პოლიტიკურ პარტია „დროას“ გუნდს, მეგობრებს და ადამიანებს, რომლებიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ჩვენ ამ ბრძოლას „დროასთან და „გირჩი - მეტი თავისუფლებასთან" ერთად გავაგრძელებთ, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
ოპოზიციურმა პარტიებმა „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“, რომლებიც საქართველოს ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობენ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძალთა გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მიიღეს.
როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს, რათა საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნდეს. პოლიტიკოსის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ერთად შეძლებენ შექმნან ძლიერი ცენტრი, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს 26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის დიდ გამარჯვებაში.
„საქართველოში ხელისუფლება 26 ოქტომბერს, არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს, რათა საქართველომ განახორციელოს რეფორმები, რომლებიც მოამზადებს ჩვენს ქვეყანას ვადამდელი არჩევნებისთვის“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
პეტრიაშვილს სახელმწიფო მინისტრის პოსტი 2012-2014 წლებში ეკავა. იგი მთავრობის წევრი მას შემდეგ გახდა, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნება" მოვიდა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.