https://sputnik-georgia.com/20240616/zalebis-gadanawileba-saparlamento-arcevnebistvis-saqartvelosi-eqspertis-prognozi-288421367.html
როგორი იქნება ძალების გადანაწილება საპარლამენტო არჩევნებისთვის – ექსპერტის პროგნოზი
როგორი იქნება ძალების გადანაწილება საპარლამენტო არჩევნებისთვის – ექსპერტის პროგნოზი
Sputnik საქართველო
ექსპერტის თქმით, საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში ოთხი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდება 16.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-16T00:32+0400
2024-06-16T00:32+0400
2024-06-16T00:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოპოზიცია
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260124859_0:65:1280:785_1920x0_80_0_0_511a597f5cff09372cb7cb1ba0c4b134.jpg
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე პარტიების გაერთიანების შედეგად ოთხი პოლიტიკური ცენტრი ყალიბდება, ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ტვ პალიტრას" ეთერში განაცხადა.პროდასავლური ოპოზიციის უმრავლესობა ფიქრობს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის 26 ოქტომბრის არჩევნებზე რამდენიმე ოპოზიციური გაერთიანებით უნდა წავიდეს. ასევე არსებობს მოსაზრება მთელი პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანების შესახებ, მაგრამ ამას ყველა არ იზიარებს.მისი თქმით, არჩევანის გაკეთების დროს ამომრჩეველი თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს.მან ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდობა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციების სათავეში იდგა, ხელისუფლებაში მხოლოდ ამ პოლიტიკურ ცენტრებში ინტეგრაციის გზით მოვა.„ახალგაზრდობამ უნდა დაიწყოს სტრუქტურირება და პოლიტიკურ მაგიდასთან უნდა დაჯდეს, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე. არჩევნებში კი არ უნდა მიიღოს დამოუკიდებლად მონაწილეობა, აი ეს ოთხი ცენტრი რაც იქნება, ამაში რომელიმესთან უნდა შევიდეს, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი. შეიძლება, ასეთი რამდენიმე ახალგაზრდული ჯგუფი გაკეთდეს. ეს იმიტომაა საჭირო, რომ ჩვენი ქვეყანა გარდამავალ ეტაპზე იმყოფება, ძველი პოლიტიკური ელიტა ნელ-ნელა უნდა წავიდეს და ახალგაზრდებს უნდა გადააბარონ ხელისუფლება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.მისი თქმით, მომავალი კოალიციას ეკუთვნის.„რადგან „ნაცებს“ ამ კოალიციურ ხელისუფლებაში ექნებათ 10% თუ 15%, რეალურად ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალაუფლებას იბრუნებენ. ეს ნიშნავს, რომ თავისი პატარა სეგმენტი ექნებათ. ამომრჩეველი ამ თამაშზე წამოვა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.ამასთან მან აღნიშნა, რომ კოალიციურ მთავრობაში საკვანძო როლს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეასრულებს.პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა „ქართულ ქარტიაზე" ხელი მოაწერონ და ამით აიღონ ვალდებულება - 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააუქმონ კანონები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის ევროპულ კურსს, რეფორმები გაატარონ სასამართლო და სხვა სფეროებში და ასევე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები. ქარტიაში ნათქვამია, რომ ეს გეგმა პრეზიდენტის მიერ დაკომპლექტებულმა მთავრობამ უნდა განახორციელოს.დოკუმენტს 17-მა პარტიამ და ხუთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. „ქარტიის" ხელმოწერაზე უარი განაცხადა პარტია „გირჩმა“ და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის".როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, ამ ეტაპზე პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მათ შორის ეს არის „ლელო“, „დროა“, „გირჩი“ და „ახალი“, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა დაარსეს.საპარლამენტო არჩევნებისაპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260124859_91:0:1228:853_1920x0_80_0_0_360f7164781a414d505a93051640b313.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
როგორი იქნება ძალების გადანაწილება საპარლამენტო არჩევნებისთვის – ექსპერტის პროგნოზი
ექსპერტის თქმით, საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში ოთხი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდება
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე პარტიების გაერთიანების შედეგად ოთხი პოლიტიკური ცენტრი ყალიბდება, ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ტვ პალიტრას" ეთერში განაცხადა.
პროდასავლური ოპოზიციის უმრავლესობა ფიქრობს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის 26 ოქტომბრის არჩევნებზე რამდენიმე ოპოზიციური გაერთიანებით უნდა წავიდეს. ასევე არსებობს მოსაზრება მთელი პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანების შესახებ, მაგრამ ამას ყველა არ იზიარებს.
„გვექნება ოთხი პოლიტიკური ცენტრი - კარგი იქნება, თუ „ლელო“ და „ახალი“ დაჯგუფდებიან, იმიტომ, რომ ერთ ტალღაზე არიან და გარკვეულწილად, საარჩევნო სინერგიას ქმნიან. საჯარო სექტორისა და ყოფილი „ქოცების“ სეგმენტი გახარიას სეგმენტია. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ - აი ეს ოთხი პოლიტიკური ცენტრი გვექნება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისი თქმით, არჩევანის გაკეთების დროს ამომრჩეველი თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს.
„არ არსებობს იდეალური არჩევანი. კომპრომისის სახით, ხშირად ნაკლები უბედურების არჩევა გიწევს, წინასაარჩევნოდ კი ამომრჩეველს ეს კომფორტი უნდა ჰქონდეს, რომ იძულებითი არჩევანი არ გააკეთოს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდობა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციების სათავეში იდგა, ხელისუფლებაში მხოლოდ ამ პოლიტიკურ ცენტრებში ინტეგრაციის გზით მოვა.
„ახალგაზრდობამ უნდა დაიწყოს სტრუქტურირება და პოლიტიკურ მაგიდასთან უნდა დაჯდეს, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე. არჩევნებში კი არ უნდა მიიღოს დამოუკიდებლად მონაწილეობა, აი ეს ოთხი ცენტრი რაც იქნება, ამაში რომელიმესთან უნდა შევიდეს, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი. შეიძლება, ასეთი რამდენიმე ახალგაზრდული ჯგუფი გაკეთდეს. ეს იმიტომაა საჭირო, რომ ჩვენი ქვეყანა გარდამავალ ეტაპზე იმყოფება, ძველი პოლიტიკური ელიტა ნელ-ნელა უნდა წავიდეს და ახალგაზრდებს უნდა გადააბარონ ხელისუფლება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისი თქმით, მომავალი კოალიციას ეკუთვნის.
„რადგან „ნაცებს“ ამ კოალიციურ ხელისუფლებაში ექნებათ 10% თუ 15%, რეალურად ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალაუფლებას იბრუნებენ. ეს ნიშნავს, რომ თავისი პატარა სეგმენტი ექნებათ. ამომრჩეველი ამ თამაშზე წამოვა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ კოალიციურ მთავრობაში საკვანძო როლს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეასრულებს.
„ჩვენ როდესაც ერთობასა და ერთიანობაზე ვლაპარაკობთ, სალომე ზურაბიშვილი და ქარტია ამ ერთიანობის შემკვრელია. ის არის ამ ერთიანობის პერსონალური შემკვრელი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა „ქართულ ქარტიაზე" ხელი მოაწერონ და ამით აიღონ ვალდებულება - 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააუქმონ კანონები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის ევროპულ კურსს, რეფორმები გაატარონ სასამართლო და სხვა სფეროებში და ასევე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები. ქარტიაში ნათქვამია, რომ ეს გეგმა პრეზიდენტის მიერ დაკომპლექტებულმა მთავრობამ უნდა განახორციელოს.
დოკუმენტს 17-მა პარტიამ და ხუთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. „ქარტიის" ხელმოწერაზე უარი განაცხადა პარტია „გირჩმა“ და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის".
როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, ამ ეტაპზე პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მათ შორის ეს არის „ლელო“, „დროა“, „გირჩი“ და „ახალი“, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა დაარსეს.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.