https://sputnik-georgia.com/20240616/rirsebis-ordenebi-fexburtelebistvis-prezidentma-dasajildoebelta-sia-seamcira-288435218.html
ღირსების ორდენები ფეხბურთელებისთვის - პრეზიდენტმა დასაჯილდოებელთა სია შეამცირა
ღირსების ორდენები ფეხბურთელებისთვის - პრეზიდენტმა დასაჯილდოებელთა სია შეამცირა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება. 16.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-16T23:00+0400
2024-06-16T23:00+0400
2024-06-17T11:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
კახა კალაძე
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042955_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_80e039b1e250f67b11382961e992c25d.jpg
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა უნდა გადაწყვიტონ, სჭირდებათ თუ არა პრეზიდენტის ღირსების ორდენები, თუ კი სალომე ზურაბიშვილისთვის წარდგენილი თავდაპირველი სიიდან ბევრი ადამიანი ამოიღეს, ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ღირსების ორდენზე პრეზიდენტისათვის წარდგენილი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების, სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთის ფედერაციის წევრის 53 გვარისგან შემდგარი სიიდან 19 ამოიღეს. კალაძის თქმით, თავდაპირველი სიისგან განსხვავებით, პრეზიდენტის განკარგულებაში გამოტოვებულია ბევრი ღირსეული ადამიანი, რომლებმაც ბევრი რამ გააკეთეს გუნდის ევრო 2024-ზე მოსახვედრად.მისი თქმით, იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა მოთამაშეების დაჯილდოების შესახებ განკარგულება გამოსცა, ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მმართველ პარტიაში გამოთქვეს წუხილი სალომე ზურაბიშვილის უმოქმედობის გამო.ის, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღემდე არ მოუხდენია რეაგირება პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივაზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე, 13 ივნისს განაცხადეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.ამ დრომდე რატომ არ დაჯილდოვდნენ ნაკრების წევრები ღირსების ორდენით? >>იმავე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ მაისში გამოსცა, მაგრამ ეროვნული გუნდის ქვეყანაში არყოფნის გამო ცერემონიის სექტემბრამდე გადადება გახდა აუცილებელი.პრეზიდენტისადმი მიმართვა ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის სახელით 4 აპრილს გაიგზავნა.საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება.საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან გამართავს, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი გელზენკირხენში პორტუგალიას შეხვდება.ევრო-2024-ის შესარჩევ მატჩში საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს მთავრობამ გუნდის 3 მილიონი ლარით დაჯილდოება გადაწყვიტა. ისტორიული მატჩი 26 მარტს გაიმართა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042955_0:0:1140:854_1920x0_80_0_0_014097a6cdf248aae46853601df7935a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, კახა კალაძე , საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, კახა კალაძე , საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
ღირსების ორდენები ფეხბურთელებისთვის - პრეზიდენტმა დასაჯილდოებელთა სია შეამცირა
23:00 16.06.2024 (განახლებულია: 11:06 17.06.2024) საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება.
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა უნდა გადაწყვიტონ, სჭირდებათ თუ არა პრეზიდენტის ღირსების ორდენები, თუ კი სალომე ზურაბიშვილისთვის წარდგენილი თავდაპირველი სიიდან ბევრი ადამიანი ამოიღეს, ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ღირსების ორდენზე პრეზიდენტისათვის წარდგენილი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების, სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთის ფედერაციის წევრის 53 გვარისგან შემდგარი სიიდან 19 ამოიღეს. კალაძის თქმით, თავდაპირველი სიისგან განსხვავებით, პრეზიდენტის განკარგულებაში გამოტოვებულია ბევრი ღირსეული ადამიანი, რომლებმაც ბევრი რამ გააკეთეს გუნდის ევრო 2024-ზე მოსახვედრად.
„უამრავი ადამიანია გამოტოვებული. ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, როცა თავიანთი კოლეგები, ადამიანები, რომლებიც მათთან ერთად იბრძოდნენ, გამოტოვეს. ეს წარმოუდგენელია”, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა მოთამაშეების დაჯილდოების შესახებ განკარგულება გამოსცა, ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მმართველ პარტიაში გამოთქვეს წუხილი სალომე ზურაბიშვილის უმოქმედობის გამო.
ის, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღემდე არ მოუხდენია რეაგირება პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივაზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე, 13 ივნისს განაცხადეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
იმავე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ მაისში გამოსცა, მაგრამ ეროვნული გუნდის ქვეყანაში არყოფნის გამო ცერემონიის სექტემბრამდე გადადება გახდა აუცილებელი.
პრეზიდენტისადმი მიმართვა ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის სახელით 4 აპრილს გაიგზავნა.
საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება.
საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან გამართავს, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი გელზენკირხენში პორტუგალიას შეხვდება.
ევრო-2024-ის შესარჩევ მატჩში საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს მთავრობამ გუნდის 3 მილიონი ლარით დაჯილდოება გადაწყვიტა. ისტორიული მატჩი 26 მარტს გაიმართა.