https://sputnik-georgia.com/20240616/ramdeni-pensioneria-saqartvelosi-monacemebi-288430020.html
რამდენი პენსიონერია საქართველოში - ბოლო მონაცემები
რამდენი პენსიონერია საქართველოში - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია შეადგენს 315 ლარს, 70 წელს ზემოდ ასაკის - 415 ლარს 16.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-16T12:32+0400
2024-06-16T12:32+0400
2024-06-16T12:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0e/278560766_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_c23d57b4a68d0f21aa45fe34e7fe847b.jpg
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოში ასაკობრივ პენსიას 848,9 ათასი ადამიანი იღებს. ასეთია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემები 2024 წლის 1 ივნისისთვის.პენსიონერების ძირითადი ნაწილი 75 წლამდე ასაკისაა.საქართველოში 90 წელს ზემოთ 12,1 ათასი პენსიონერი ცხოვრობს, საიდანაც 2,9 ათასი მამაკაცია და 9,2 ათასი - ქალი. ყველაზე მეტი დღეგრძელი პენსიონერი თბილისსა და იმერეთში ცხოვრობს.პენსიონერების თითქმის მეოთხედი ცხოვრობს თბილისში, მეორე ადგილზეა იმერეთი, ხოლო მესამეზე - სამეგრელო-ქვემო სვანეთი.ყველაზე ნაკლები პენსიონერი ცხოვრობს გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმი - ზემო სვანეთში.დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. სახელმწიფო პენსიის ოდენობა საქართველოში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ასაკის მიხედვით 315 ლარი და 415 ლარია.70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0e/278560766_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_be463e11a3087d44ec140a63428c3c33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
რამდენი პენსიონერია საქართველოში - ბოლო მონაცემები
70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია შეადგენს 315 ლარს, 70 წელს ზემოდ ასაკის - 415 ლარს
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოში ასაკობრივ პენსიას 848,9 ათასი ადამიანი იღებს. ასეთია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემები 2024 წლის 1 ივნისისთვის.
პენსიონერების ძირითადი ნაწილი 75 წლამდე ასაკისაა.
საქართველოში 90 წელს ზემოთ 12,1 ათასი პენსიონერი ცხოვრობს, საიდანაც 2,9 ათასი მამაკაცია და 9,2 ათასი - ქალი. ყველაზე მეტი დღეგრძელი პენსიონერი თბილისსა და იმერეთში ცხოვრობს.
პენსიონერების თითქმის მეოთხედი ცხოვრობს თბილისში, მეორე ადგილზეა იმერეთი, ხოლო მესამეზე - სამეგრელო-ქვემო სვანეთი.
ყველაზე ნაკლები პენსიონერი ცხოვრობს გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმი - ზემო სვანეთში.
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. სახელმწიფო პენსიის ოდენობა საქართველოში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ასაკის მიხედვით 315 ლარი და 415 ლარია.
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.
ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.