https://sputnik-georgia.com/20240615/saqartvelo-da-didi-britaneti-pirdapiri-frenebis-gaxsnis-sesazleblobas-ganixilaven-288418959.html
საქართველო და დიდი ბრიტანეთი პირდაპირი ფრენების გახსნის შესაძლებლობას განიხილავენ
საქართველო და დიდი ბრიტანეთი პირდაპირი ფრენების გახსნის შესაძლებლობას განიხილავენ
Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, დიდ ბრიტანეთში პირდაპირი ფრენების დაწყება მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდას. 15.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-15T16:50+0400
2024-06-15T16:50+0400
2024-06-15T16:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
დიდი ბრიტანეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ევროპა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1d/282780444_326:372:1406:980_1920x0_80_0_0_54a40301396d440e923f703c813796f4.jpg
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი ფრენების გახსნის შესაძლებლობა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე კლერ ოლბლესმა განიხილეს, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.ევროპასთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გაფართოება და ევროპის ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს საავიაციო სექტორი ზრდადი დინამიკით ხასიათდება, კერძოდ, ყოველწლიურად მატულობს მგზავრთნაკადი, რეკორდულია ქვეყანაში შესრულებული ფრენების რაოდენობა და მიმართულებები, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება როგორც ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკაზე, ისე ტურიზმის სექტორიდან ეკონომიკაში მობილიზებულ შემოსავალზე.2024 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მსოფლიოსთან სხვადასხვა მიმართულებით 13,6 ათასი რეისი დააკავშირებს.ფრენების უმეტესობა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის განხორციელდება. ზაფხულის სეზონზე ევროპის ქვეყნებში 2480 რეისი განხორციელდება.მეორე ადგილზეა სპარსეთის ყურის ქვეყნები: საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, კატარი, ომანი, კუვეიტი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები. ამ ქვეყნებს საქართველოსთან 2255 რეისი დააკავშირებს.მესამე ადგილს რუსეთი იკავებს. ივნისიდან ოქტომბრამდე საქართველოს ამ ქვეყანასთან 1761 რეისი დააკავშირებს.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1d/282780444_329:367:1263:1068_1920x0_80_0_0_50f18e2207e97a989cb5d8f1b269f274.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, დიდი ბრიტანეთი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, ევროპა
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, დიდი ბრიტანეთი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, ევროპა
საქართველო და დიდი ბრიტანეთი პირდაპირი ფრენების გახსნის შესაძლებლობას განიხილავენ
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, დიდ ბრიტანეთში პირდაპირი ფრენების დაწყება მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდას.
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი ფრენების გახსნის შესაძლებლობა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე კლერ ოლბლესმა განიხილეს, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
ევროპასთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გაფართოება და ევროპის ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.
„ჩვენ ოპტიმისტურად ვაფასებთ ბრიტანეთიდან პირდაპირი ავიარეისების დაწყებას. ჩვენთვის ბრიტანეთი მნიშვნელოვანი საავიაციო და ტურისტული ბაზარია. დარწმუნებული ვართ, რომ პირდაპირი ფრენების დაწყება მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ტურისტული ნაკადების ზრდას საქართველოში. ავიაკომპანიებთან მოლაპარაკების პარალელურად, ჩვენ ვსწავლობთ ბრიტანეთის ბაზარს, რათა განვახორციელოთ აქტიური მარკეტინგული კამპანიები საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზების მიზნით,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს საავიაციო სექტორი ზრდადი დინამიკით ხასიათდება, კერძოდ, ყოველწლიურად მატულობს მგზავრთნაკადი, რეკორდულია ქვეყანაში შესრულებული ფრენების რაოდენობა და მიმართულებები, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება როგორც ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკაზე, ისე ტურიზმის სექტორიდან ეკონომიკაში მობილიზებულ შემოსავალზე.
2024 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მსოფლიოსთან სხვადასხვა მიმართულებით 13,6 ათასი რეისი დააკავშირებს.
ფრენების უმეტესობა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის განხორციელდება. ზაფხულის სეზონზე ევროპის ქვეყნებში 2480 რეისი განხორციელდება.
მეორე ადგილზეა სპარსეთის ყურის ქვეყნები: საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, კატარი, ომანი, კუვეიტი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები. ამ ქვეყნებს საქართველოსთან 2255 რეისი დააკავშირებს.
მესამე ადგილს რუსეთი იკავებს. ივნისიდან ოქტომბრამდე საქართველოს ამ ქვეყანასთან 1761 რეისი დააკავშირებს.