https://sputnik-georgia.com/20240615/ras-vwamt-rzis-produqtebis-semowmebisas-asobit-darrveva-gamovlinda-288416453.html
რას ვჭამთ: რძის პროდუქტების შემოწმებისას ასობით დარღვევა გამოვლინდა
რას ვჭამთ: რძის პროდუქტების შემოწმებისას ასობით დარღვევა გამოვლინდა
Sputnik საქართველო
6.729 სახელმწიფო კონტროლის შედეგად 508 სამართალდარღვევა გამოვლინდა 15.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-15T12:36+0400
2024-06-15T12:36+0400
2024-06-15T12:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24735/90/247359065_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_5803890af78d01ec7e102d3cc05fad56.jpg
თბილისი, 15 ივნისი - Sputnik. 2024 წლის 5 თვეში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ ბიზნეს-ოპერატორებთან 7 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, სააგენტოს ინსპექტორების მიერ განხორციელებული 6.729 სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდა 508 სამართალდარღვევა, რაზეც გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.სააგენტოს ინფორმაციით, რძის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე სააგენტო მწარმოებლებსა და ასოციაციებთან თანამშრომლობს.მორიგ შეხვედრაზე, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა, ყველის მწარმოებლებმა ბაზარზე კონკურენტუნარიანი და სამართლიანი გარემოს შესაქმნელად სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2020 წელს რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის მიზნით აღებულ 60 ნიმუშში დარღვევის მაჩვენებელმა შეადგინა 13%-ზე მეტი, ხოლო 2023 წელს აღებული 250 ნიმუშიდან დარღვევა 4,4%-ში გამოვლინდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24735/90/247359065_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_4f230d108b916bfe6e8eedab7c16cbf1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სურსათის ეროვნული სააგენტო
რას ვჭამთ: რძის პროდუქტების შემოწმებისას ასობით დარღვევა გამოვლინდა
6.729 სახელმწიფო კონტროლის შედეგად 508 სამართალდარღვევა გამოვლინდა
თბილისი, 15 ივნისი - Sputnik. 2024 წლის 5 თვეში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ ბიზნეს-ოპერატორებთან 7 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სააგენტოს ინსპექტორების მიერ განხორციელებული 6.729 სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდა 508 სამართალდარღვევა, რაზეც გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
სააგენტოს ინფორმაციით, რძის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე სააგენტო მწარმოებლებსა და ასოციაციებთან თანამშრომლობს.
მორიგ შეხვედრაზე, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა, ყველის მწარმოებლებმა ბაზარზე კონკურენტუნარიანი და სამართლიანი გარემოს შესაქმნელად სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2020 წელს რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის მიზნით აღებულ 60 ნიმუშში დარღვევის მაჩვენებელმა შეადგინა 13%-ზე მეტი, ხოლო 2023 წელს აღებული 250 ნიმუშიდან დარღვევა 4,4%-ში გამოვლინდა.