https://sputnik-georgia.com/20240615/mkvleloba-kukiaze-prokuraturam-62-wlis-mamakacs-brali-warudgina-288417861.html
მკვლელობა კუკიაზე: პროკურატურამ 62 წლის მამაკაცს ბრალი წარუდგინა
მკვლელობა კუკიაზე: პროკურატურამ 62 წლის მამაკაცს ბრალი წარუდგინა
Sputnik საქართველო
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 15.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-15T14:50+0400
2024-06-15T14:50+0400
2024-06-15T14:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 15 ივნისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შემთხვევა 13 ივნისს თბილისში, კუკიის დასახლებაში მოხდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, 62 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხევის ადგილიდან მიიმალა.მიღებული დაზიანებების შედეგად 49 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს, ცხელ კვალზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
მკვლელობა კუკიაზე: პროკურატურამ 62 წლის მამაკაცს ბრალი წარუდგინა
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 15 ივნისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა 13 ივნისს თბილისში, კუკიის დასახლებაში მოხდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, 62 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებების შედეგად 49 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს, ცხელ კვალზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.