https://sputnik-georgia.com/20240615/georgian-airways------12----288415830.html
Georgian Airways-ს ჰყავს თვითმფრინავი, რომელსაც გაუჩერებლად 12-საათიანი ფრენა შეუძლია
Georgian Airways-ს ჰყავს თვითმფრინავი, რომელსაც გაუჩერებლად 12-საათიანი ფრენა შეუძლია
Sputnik საქართველო
ახალი თვითმფრინავი ამერიკული კომპანიებისგან ლიზინგის წესით არის მიღებული. 15.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-15T10:40+0400
2024-06-15T10:40+0400
2024-06-15T10:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
georgian airways
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/0e/288411437_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_4eb80aa78824bcbfff880b838e14e013.jpg
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის ფლოტს შეემატა პირველი ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 767-300, რომელიც მას ამერიკული კომპანიისგან ლიზინგის წესით გადაეცა, ნათქვამია ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.ავიახომალდს უწყვეტი 12 საათიანი პირდაპირი რეისის შესაძლებლობა გააჩნია. 250-ადგილიან ბორტზე პირველი კლასის სალონი არის განთავსებული, ყველა სავარძელი, როგორც პირველი და ბიზნეს კლასის, ასევე ეკონომ კლასის სავარძლები აღჭურვილია ინდივიდუალური მართვისა და მულტიმედია სისტემებით.Georgian Airways-ის ავიაპარკის დიდი ნაწილი აშშ-ის უმსხვილესი ამერიკული კომპანიებისგან ლიზინგის წესით არის მიღებული.Boeing 767-300 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაათვალიერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მისმა მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელმა გოჩა მეზვრიშვილი, კომპანია „TAV Georgia“-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ და „ჯორჯიან ეარლაინსის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მეზვრიშვილმა.მისი თქმით, იმისთვის, რომ მგზავრთნაკადის ზრდა ეკონომიკისთვის მაქსიმალურად სასარგებლო იყოს, მნიშვნელოვანია პირდაპირი კავშირები სხვადასხვა ეკონომიკურ ცენტრებთან - ევროპის დედაქალაქებთან, სამხრეთ აზიის ქალაქებთან და ა.შ. და ამაში დიდ როლს ქართული ავიაკომპანიები ასრულებენ.მიმდინარე წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე 13.600 ავიარეისის შესრულებაა დაგეგმილი. ივნისი-ოქტომბრის პერიოდში საქართველოდან ყველაზე მეტი - 2480 რეისი ევროპის მიმართულებით შესრულდება, რაც საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ფრენების საერთო რაოდენობის 18%-ს შეადგენს.იზრდება ფრენის სიხშირე გალფის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთანაც (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი, ომანი და კატარი). 2024 წლის ივნის-ოქტომბერში, საქართველოსა და გალფის ქვეყნებს შორის დაგეგმილია 2255 რეისის შესრულება, რაც ფრენების საერთო რაოდენობის 17%-ია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/0e/288411437_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_8fab2c3035f8c597e1fdc756d7e8e73a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, georgian airways, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, georgian airways, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
Georgian Airways-ს ჰყავს თვითმფრინავი, რომელსაც გაუჩერებლად 12-საათიანი ფრენა შეუძლია
ახალი თვითმფრინავი ამერიკული კომპანიებისგან ლიზინგის წესით არის მიღებული.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის ფლოტს შეემატა პირველი ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 767-300, რომელიც მას ამერიკული კომპანიისგან ლიზინგის წესით გადაეცა, ნათქვამია ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ავიახომალდს უწყვეტი 12 საათიანი პირდაპირი რეისის შესაძლებლობა გააჩნია. 250-ადგილიან ბორტზე პირველი კლასის სალონი არის განთავსებული, ყველა სავარძელი, როგორც პირველი და ბიზნეს კლასის, ასევე ეკონომ კლასის სავარძლები აღჭურვილია ინდივიდუალური მართვისა და მულტიმედია სისტემებით.
Georgian Airways-ის ავიაპარკის დიდი ნაწილი აშშ-ის უმსხვილესი ამერიკული კომპანიებისგან ლიზინგის წესით არის მიღებული.
Boeing 767-300 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაათვალიერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მისმა მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელმა გოჩა მეზვრიშვილი, კომპანია „TAV Georgia“-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ და „ჯორჯიან ეარლაინსის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მეზვრიშვილმა.
„ქართული საავიაციო სექტორი ძალიან ინტენსიურად ვითარდება, განსაკუთრებით შთამბეჭდავი პანდემიის შემდგომი აღდგენა გვაქვს. უკვე წელს საქართველოს აეროპორტებიდან მგზავრთნაკადის მაჩვენებელი, შარშანდელთან შედარებით, 31%-ით მეტს შეადგენს, რაც 2,5 მლნ მგზავრზე მეტია. ასევე ზრდა გვაქვს პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ მგზავრთნაკადის ზრდა ეკონომიკისთვის მაქსიმალურად სასარგებლო იყოს, მნიშვნელოვანია პირდაპირი კავშირები სხვადასხვა ეკონომიკურ ცენტრებთან - ევროპის დედაქალაქებთან, სამხრეთ აზიის ქალაქებთან და ა.შ. და ამაში დიდ როლს ქართული ავიაკომპანიები ასრულებენ.
მიმდინარე წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე 13.600 ავიარეისის შესრულებაა დაგეგმილი. ივნისი-ოქტომბრის პერიოდში საქართველოდან ყველაზე მეტი - 2480 რეისი ევროპის მიმართულებით შესრულდება, რაც საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ფრენების საერთო რაოდენობის 18%-ს შეადგენს.
იზრდება ფრენის სიხშირე გალფის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთანაც (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი, ომანი და კატარი). 2024 წლის ივნის-ოქტომბერში, საქართველოსა და გალფის ქვეყნებს შორის დაგეგმილია 2255 რეისის შესრულება, რაც ფრენების საერთო რაოდენობის 17%-ია.