https://sputnik-georgia.com/20240615/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-15-ivnisi-288401569.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 ივნისი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 ივნისი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 15.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-15T00:15+0400
2024-06-15T00:15+0400
2024-06-15T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249208586_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_1a689eae083d5472afe97cf89569ac57.jpg
დღეს 2024 წლის 14 ივნისია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნიმფარველობს.ენერგიითა და ძალებით ხართ სავსე. საქმეებში ხასიათი და სიმტკიცე გამოიჩინეთ. ირგვლივ მყოფები გადაიტანენ თქვენს შემტევ განწყობას, მაგრამ სისუსტეს არ გაპატიებენ. არცთუ ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებებისთვის. საქმეებში პირველ რიგში საკუთარი თავის იმედი გქონდეთ.ეს ის დღეა, როცა მოულოდნელი გადაწყვეტილებები და სპონტანური ნაბიჯები შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს. იმძლავრებს ხასიათის ისეთი თვისებები, როგორიცაა მახვილგონივრულობა და მძლავრი ინტუიცია.ვერძი: გაგაკვირვებთ ის, რომ გარშემომყოფებს ამა თუ იმ საკითხზე თქვენგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, თან ამას, გარდა სიჯიუტისა, სხვა ახსნას ვერ უძებნით. მიუხედავად ამისა, თქვენი ოპონენტების მოსაზრებებში რაციონალური მარცვლის დანახვას გულწრფელად შეეცდებით, თუმცა, ვერაფერ გონივრულს მაინც ვერ დაინახავთ. ისღა დაგრჩენიათ, ჯიუტად იდგეთ საკუთარ მოსაზრებაზე.კურო: დღეს გაორმაგებული ენერგიითა და სიმტკიცით იმოქმედებთ. შესაძლოა, დიდი ორგანიზატორული ნიჭით არ გაიბრწყინოთ, მაგრამ გაქვთ შანსი, რომ რაღაც მნიშვნელოვან და სარგებლის მომტან საქმეში წინ წაიწიოთ. საქმეებს ზედმეტი სერიოზულობითაც კი მოეკიდებით, ხოლო თქვენი იუმორის გრძნობა სადღაც გაქრება. მაგრამ ვერაფერს გავაწყობთ – ხანდახან სერიოზულობაც საჭიროა.ტყუპი: დღეს სავსე იქნებით თავდაჯერებულობითა და საკუთარი ძალების რწმენით. ამ გრძნობამ შესაძლოა ისეთი გრანდიოზული მასშტაბები მიიღოს, რომ არ არის გამორიცხული, ვინმეს მფარველობა გაუწიოთ და დაეხმაროთ. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ, როდესაც კეთილშობილურ საქციელს ჩაიდენთ, საპასუხო კეთილშობილურ საქციელს არ უნდა დაელოდოთ.კირჩხიბი: თქვენთვის უპირატეს საკითხთა შორის მეგობრებთან დროის გატარება იდგება. ფიქრები ამის შესახებ ყველა საქმესა და საზრუნავს თანდათანობით შეავიწროებს. ამ სიტუაციაში უკეთესი იქნება, თუ დღის მეორე ნახევარში რეალურად გამონახავთ დროს და რამე სახის ღონისძიებას მოაწყობთ. საღამო კარგი დროა საყიდლებისთვის, სახლის საქმეებისთვის.ლომი: დღეს თქვენთვის ანდაზა „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“ პირიქით იმოქმედებს – ასჯერ გაჭრით და ერთხელ გაზომვაც კი დაგავიწყდებათ. მოქმედებთ მტკიცედ და სწრაფად და თან ვითარების კარგად შეფასებას ვერცასწრებთ. ასტროლოგები გირჩევენ, სანამ რამე საქმეს შეუდგებით, ჯერ ათამდე დაითვალოთ, დაფიქრდეთ და შემდეგ სუფთა სინდისით გადადოთ ეს საქმე.ქალწული: განწყობილი ხართ, რომ მიზანს პირდაპირი და არა შემოვლითი გზებით მიაღწიოთ. გეგმები, რომლებიც მოფიქრებული და დაწყობილი გაქვთ, დღეს შეიძლება საუკეთესო შედეგით განხორციელდეს, მაგრამ ეს თავისთავად არ მოხდება – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სათანადო სიმტკიცესა და სიმამაცეს გამოიჩენთ. საღამოს დაისვენეთ.სასწორი: დღეს ვერავინ დაგადანაშაულებთ უინიციატივობასა და მერყეობაში. უსაქმოდ არ ისხდებით და ეს ძალიან კარგია, რადგან ძალზე წარმატებული და იღბლიანი დღე გელოდებათ. თუ ვინმე რამეში შეგედავებათ, ადვილად იპოვით საჭირო არგუმენტებს, რომ თქვენს სიმართლეში დაარწმუნოთ. იოლად ჩამოიშორებთ კონკურენტებს. საღამოს კარგი იქნება მეგობრებთან შეხვედრა.მორიელი: გაგიჭირდებათ ცხოვრების საერთო რიტმში ჩაბმა და რაც მთავარია, თვითონ არ გექნებათ ამის სურვილი. გარშემომყოფების აურზაური და საქმიანობა გაგაღიზიანებთ, ხოლო მათი მბრძანებლური ტონი – წონასწორობას დაგაკარგვინებთ. აჯობებს, თუ ყველანაირად მოარიდებთ თავს საზოგადოებრივ საქმიანობას და მხოლოდ საკუთარ საქმეებზე გადაერთვებით.მშვილდოსანი: თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი უმაღლეს დონეზეა. შესაძლოა, ეს დილიდანვე ვერ იგრძნოთ, მაგრამ საკმარისია საკუთარი ინერცია გადალახოთ და მაშინვე იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას.ეს მდგომარეობა შეგიძლიათ რამე მნიშვნელოვანი ამოცანის შესასრულებლად გამოიყენოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თანხის მიღება, მომგებიანი გარიგების დადება.თხის რქა: დღეს თქვენში, სადღაც გულის სიღრმეში დიქტატორი გაიღვიძებს. თქვენთან დავა არა მარტო უაზრობა, არამედ საშიშიცაა. თავად თქვენ თავს დიქტატორად კი არ იგრძნობთ, არამედ ბრძენ ხელმძღვანელად, რომელსაც არასდროს და არაფერში არავინ არ უნდა შეეწინააღმდეგოს. და მაინც, ჯობს, დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.მერწყული: დღეს კარგი იქნება, თუ დიდ დროს დაუთმობთ სპორტს, ფიზიკურ აქტივობას. ეს წაადგება როგორც თქვენს სხეულს, ისე სულს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ფიზიკური აქტიურობის დროს არაა გამორიცხული საინტერესო ადამიანთან შეხვედრა, რომელიც მომავალში დიდ მეგობრობაში ან სასიყვარულო ურთიერთობებში შეიძლება გადაიზარდოს.თევზები: დღეს საბრძოლველად ხართ განწყობილი, მაგრამ ღირს თუ არა ომის წამოწყება, რომელშიც შესაძლოა ვერც გაიმარჯვოთ? შეიძლება გაგიჭირდეთ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა, მაგრამ არ ღირს კონფლიქტის აგორება. მოგვიანებით ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება, თქვენშიც ჩაცხრება ბრძოლის ჟინი და შეძლებთ საქმეების მშვიდად გაკეთებას.
https://sputnik-georgia.com/20211203/zodiaqo-urcxvi-vulgaruli-nisnebi-262546191.html
https://sputnik-georgia.com/20210706/zodiaqo-vis-rogor-umarTlebs-siyvarulSi-252217722.html
https://sputnik-georgia.com/20190219/miuwvdomeli-qalebi-zodiaqos-niSnis-mixedviT-244407556.html
https://sputnik-georgia.com/20180530/zodiaqos-TiToeuli-niSnis-idealuri-asaki-qorwinebisTvis-240669939.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249208586_278:0:3009:2048_1920x0_80_0_0_97466bab5fbae2d267586e8599ce211e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 ივნისი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 14 ივნისია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნიმფარველობს.
ენერგიითა და ძალებით ხართ სავსე. საქმეებში ხასიათი და სიმტკიცე გამოიჩინეთ. ირგვლივ მყოფები გადაიტანენ თქვენს შემტევ განწყობას, მაგრამ სისუსტეს არ გაპატიებენ. არცთუ ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებებისთვის. საქმეებში პირველ რიგში საკუთარი თავის იმედი გქონდეთ.
ეს ის დღეა, როცა მოულოდნელი გადაწყვეტილებები და სპონტანური ნაბიჯები შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს. იმძლავრებს ხასიათის ისეთი თვისებები, როგორიცაა მახვილგონივრულობა და მძლავრი ინტუიცია.
ვერძი: გაგაკვირვებთ ის, რომ გარშემომყოფებს ამა თუ იმ საკითხზე თქვენგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, თან ამას, გარდა სიჯიუტისა, სხვა ახსნას ვერ უძებნით. მიუხედავად ამისა, თქვენი ოპონენტების მოსაზრებებში რაციონალური მარცვლის დანახვას გულწრფელად შეეცდებით, თუმცა, ვერაფერ გონივრულს მაინც ვერ დაინახავთ. ისღა დაგრჩენიათ, ჯიუტად იდგეთ საკუთარ მოსაზრებაზე.
კურო: დღეს გაორმაგებული ენერგიითა და სიმტკიცით იმოქმედებთ. შესაძლოა, დიდი ორგანიზატორული ნიჭით არ გაიბრწყინოთ, მაგრამ გაქვთ შანსი, რომ რაღაც მნიშვნელოვან და სარგებლის მომტან საქმეში წინ წაიწიოთ. საქმეებს ზედმეტი სერიოზულობითაც კი მოეკიდებით, ხოლო თქვენი იუმორის გრძნობა სადღაც გაქრება. მაგრამ ვერაფერს გავაწყობთ – ხანდახან სერიოზულობაც საჭიროა.
ტყუპი: დღეს სავსე იქნებით თავდაჯერებულობითა და საკუთარი ძალების რწმენით. ამ გრძნობამ შესაძლოა ისეთი გრანდიოზული მასშტაბები მიიღოს, რომ არ არის გამორიცხული, ვინმეს მფარველობა გაუწიოთ და დაეხმაროთ. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ, როდესაც კეთილშობილურ საქციელს ჩაიდენთ, საპასუხო კეთილშობილურ საქციელს არ უნდა დაელოდოთ.
კირჩხიბი: თქვენთვის უპირატეს საკითხთა შორის მეგობრებთან დროის გატარება იდგება. ფიქრები ამის შესახებ ყველა საქმესა და საზრუნავს თანდათანობით შეავიწროებს. ამ სიტუაციაში უკეთესი იქნება, თუ დღის მეორე ნახევარში რეალურად გამონახავთ დროს და რამე სახის ღონისძიებას მოაწყობთ. საღამო კარგი დროა საყიდლებისთვის, სახლის საქმეებისთვის.
ლომი: დღეს თქვენთვის ანდაზა „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“ პირიქით იმოქმედებს – ასჯერ გაჭრით და ერთხელ გაზომვაც კი დაგავიწყდებათ. მოქმედებთ მტკიცედ და სწრაფად და თან ვითარების კარგად შეფასებას ვერცასწრებთ. ასტროლოგები გირჩევენ, სანამ რამე საქმეს შეუდგებით, ჯერ ათამდე დაითვალოთ, დაფიქრდეთ და შემდეგ სუფთა სინდისით გადადოთ ეს საქმე.
ქალწული: განწყობილი ხართ, რომ მიზანს პირდაპირი და არა შემოვლითი გზებით მიაღწიოთ. გეგმები, რომლებიც მოფიქრებული და დაწყობილი გაქვთ, დღეს შეიძლება საუკეთესო შედეგით განხორციელდეს, მაგრამ ეს თავისთავად არ მოხდება – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სათანადო სიმტკიცესა და სიმამაცეს გამოიჩენთ. საღამოს დაისვენეთ.
სასწორი: დღეს ვერავინ დაგადანაშაულებთ უინიციატივობასა და მერყეობაში. უსაქმოდ არ ისხდებით და ეს ძალიან კარგია, რადგან ძალზე წარმატებული და იღბლიანი დღე გელოდებათ. თუ ვინმე რამეში შეგედავებათ, ადვილად იპოვით საჭირო არგუმენტებს, რომ თქვენს სიმართლეში დაარწმუნოთ. იოლად ჩამოიშორებთ კონკურენტებს. საღამოს კარგი იქნება მეგობრებთან შეხვედრა.
მორიელი: გაგიჭირდებათ ცხოვრების საერთო რიტმში ჩაბმა და რაც მთავარია, თვითონ არ გექნებათ ამის სურვილი. გარშემომყოფების აურზაური და საქმიანობა გაგაღიზიანებთ, ხოლო მათი მბრძანებლური ტონი – წონასწორობას დაგაკარგვინებთ. აჯობებს, თუ ყველანაირად მოარიდებთ თავს საზოგადოებრივ საქმიანობას და მხოლოდ საკუთარ საქმეებზე გადაერთვებით.
მშვილდოსანი: თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი უმაღლეს დონეზეა. შესაძლოა, ეს დილიდანვე ვერ იგრძნოთ, მაგრამ საკმარისია საკუთარი ინერცია გადალახოთ და მაშინვე იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას.ეს მდგომარეობა შეგიძლიათ რამე მნიშვნელოვანი ამოცანის შესასრულებლად გამოიყენოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თანხის მიღება, მომგებიანი გარიგების დადება.
თხის რქა: დღეს თქვენში, სადღაც გულის სიღრმეში დიქტატორი გაიღვიძებს. თქვენთან დავა არა მარტო უაზრობა, არამედ საშიშიცაა. თავად თქვენ თავს დიქტატორად კი არ იგრძნობთ, არამედ ბრძენ ხელმძღვანელად, რომელსაც არასდროს და არაფერში არავინ არ უნდა შეეწინააღმდეგოს. და მაინც, ჯობს, დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.
მერწყული: დღეს კარგი იქნება, თუ დიდ დროს დაუთმობთ სპორტს, ფიზიკურ აქტივობას. ეს წაადგება როგორც თქვენს სხეულს, ისე სულს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ფიზიკური აქტიურობის დროს არაა გამორიცხული საინტერესო ადამიანთან შეხვედრა, რომელიც მომავალში დიდ მეგობრობაში ან სასიყვარულო ურთიერთობებში შეიძლება გადაიზარდოს.
თევზები: დღეს საბრძოლველად ხართ განწყობილი, მაგრამ ღირს თუ არა ომის წამოწყება, რომელშიც შესაძლოა ვერც გაიმარჯვოთ? შეიძლება გაგიჭირდეთ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა, მაგრამ არ ღირს კონფლიქტის აგორება. მოგვიანებით ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება, თქვენშიც ჩაცხრება ბრძოლის ჟინი და შეძლებთ საქმეების მშვიდად გაკეთებას.