https://sputnik-georgia.com/20240614/teqdatvalierebis-yalbi-daskvnis-gacemis-faqtze-sami-piri-amxiles-288403548.html
ტექდათვალიერების ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე სამი პირი ამხილეს
ტექდათვალიერების ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე სამი პირი ამხილეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 14.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-14T15:03+0400
2024-06-14T15:03+0400
2024-06-14T15:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1c/282742213_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a5b5d8ba2a03ad892d4c21cc28df1370.jpg
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თანხის სანაცვლოდ ტექნიკურად გაუმართავ ავტომანქანაზე ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიშის გაცემისთვის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში სამი ადამიანია მიცემული, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთაგან ერთ-ერთი მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტესტირების ჩატარების პროცესში, ოფიციალურად დადგენილი გადასახადის გარდა, მოქალაქეს დამატებით მოსთხოვეს და გამოართვეს 250 ლარი, რომლის სანაცვლოდაც, ტექნიკურად გაუმართავ ავტომანქანაზე გაცემულ იქნა ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიში.გამოძიება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების მუხლებით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1c/282742213_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_32a0f95b5cf416868bb16a6a99b0b97a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ტექდათვალიერების ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე სამი პირი ამხილეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თანხის სანაცვლოდ ტექნიკურად გაუმართავ ავტომანქანაზე ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიშის გაცემისთვის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში სამი ადამიანია მიცემული, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთაგან ერთ-ერთი მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტესტირების ჩატარების პროცესში, ოფიციალურად დადგენილი გადასახადის გარდა, მოქალაქეს დამატებით მოსთხოვეს და გამოართვეს 250 ლარი, რომლის სანაცვლოდაც, ტექნიკურად გაუმართავ ავტომანქანაზე გაცემულ იქნა ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიში.
გამოძიება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების მუხლებით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.