https://sputnik-georgia.com/20240614/ruset-ukarainis-konfiqti-288429686.html
მოსაზრება: ჩასოვ იარის განთავისუფლება მთავრდება
მოსაზრება: ჩასოვ იარის განთავისუფლება მთავრდება
Sputnik საქართველო
ხარკოვის ოლქში მდგომარეობის გარდატეხისათვის, უკრაინის არმიის პრაქტიკულად ყველა რეზერვის გადასროლის შემდეგ, უკრაინელების დაცვა სულ უფრო სუსტდება. 14.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-14T18:59+0400
2024-06-14T18:59+0400
2024-06-16T11:59+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/0e/288410446_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_d88fb7b50aec277e4af97f5263a056c1.jpg
ხარკოვის ოლქში მდგომარეობის გარდატეხისათვის, უკრაინის არმიის პრაქტიკულად ყველა რეზერვის გადასროლის შემდეგ, უკრაინელების დაცვა სულ უფრო სუსტდება.რუსეთის ჯარი სპეციალური ოპერაციის ზონაში ადაო უპირატესობას ფლობს და ფართო ფრონტით შეტევას ავითარებს. დაჯგუფება „სევერის“ ქვედანაყოფები ხარკოვის მიმართულებაზე მეთოდურად მიიწევენ წინ/ ამჟამად, ყველაზე ცხელ წერტილებად რჩებიან ლიპცი და ვოლჩანსკი, სადაც მოწინააღმდეგეს ანადგურებენ „სოლნცეპიოკებითა“ და დიდი კალიბრის მართვადი ბომბებით. განთავისუფლებულია არაერთი დასახლებული პუნქტი დონეცკის, ლუგანსკის და სუმის ოლქებში. ქალაქ ჩასოვ იარის ბანდერეველებისაგან გაწმენდის პროცესი პრაქტიკულად, სრულდება...სააგენტო Reuters აღნიშნავს, რომ „საკვანძო ქალაქ“ ჩასოვ იარში რუსეთმა „პროგრესს მიაღწია“.ჰიპერხმოვანმა „კინჟალებმა“, ფრთოსანმა Х-101/Х-555 და კამიკაძე-დრონებმა „გერან“ ძლიერი დარტყმები განახორციელეს უკრაინულ ავია ბაზებზე, უცხოელი „ლეგიონერების“ დისლოკაციის პუნქტებზე, სამხედრო საწარმოებზე და უკრაინის ჯარის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე - კიევში, სუმებში, დნეპროპეტროვსკში, პავლოგრადში, მირგოროდში, ოდესაში...რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს ნატოს მიმართ აგრესიული გეგმები არ გააჩნია, თუმცა მოსკოვი ესმის, რომ ასეთი გეგმები მის მიმართ აქვს ალიანსს. სანამ დასავლეთი ემზადება კიევისთვის F-16 გამანადგურებლების პირველი პარტიის გადასაცემად, რუსეთი აშკარად ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ნატოს თვითმფრინავების უკრაინის ტერიტორიაზე გადამალვა შეუძლებელია, ხოლო რუმინეთის და პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინული ძალების ბაზირება უკიდურესად სახიფათოა ამ ქვეყნებისათვის.სპეციალური სამხედრო ოპერაციის პერიოდში განადგურებულია უკრაინის არმიის 513 თვითმფრინავი, 276 ვერტმფრენი, 25653 უპილოტო საფრენი აპარატი, 528 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი. ნატოს ავია ბაზები უკრაინული ჯარის „სათადარიგო აეროდრომების“ როლში, აუცილებლად გახდება კანონიერ სამიზნედ რუსეთის დარტყმებისათვის...ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ვაშინგტონის სამიტისათვის ემზადებიან და ამჟამად „გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის მხარდაჭერას“ განიხილავენ. ზოგადად, აშშ აიძულებენ ევროპელ „მოკავშირეებს“, ყოველწლიურად 40 მილიარდი ევრო ჩადონ უკრაინული ჯარის რეანიმაციაში. თანაც, „იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.შესაძლებელია, დასავლეთი ახალ „ასწლიანი ომისათვის“ ემზადება, მაგრამ ე3ვრო/დოლარების მილიარდების რაოდენობა არ ასახავს რესურსების ხელმისაწვდომ მოცულობებს შეიარაღების საწარმოებლად.გამოცემა Politico იუწყება: „ აშშ-სა და ევროპის მთავრობებს შორის სერიოზული უთანხმოება წარმოიქმნა უკრაინისათვის უზარმაზარი კრედიტის გამოყოფის თაობაზე“. ამასთან დაკავშირებით, ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა სიბრაზით განაცხადა: „ჩვენ, შეიძლება, ბრიყვები ვართ, მაგრამ, არა იმდენად“...რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/0e/288410446_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_720003c47ac01d9daf24a437be682596.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ხარკოვის ოლქში მდგომარეობის გარდატეხისათვის, უკრაინის არმიის პრაქტიკულად ყველა რეზერვის გადასროლის შემდეგ, უკრაინელების დაცვა სულ უფრო სუსტდება.
რუსეთის ჯარი სპეციალური ოპერაციის ზონაში ადაო უპირატესობას ფლობს და ფართო ფრონტით შეტევას ავითარებს. დაჯგუფება „სევერის“ ქვედანაყოფები ხარკოვის მიმართულებაზე მეთოდურად მიიწევენ წინ/ ამჟამად, ყველაზე ცხელ წერტილებად რჩებიან ლიპცი და ვოლჩანსკი, სადაც მოწინააღმდეგეს ანადგურებენ „სოლნცეპიოკებითა“ და დიდი კალიბრის მართვადი ბომბებით. განთავისუფლებულია არაერთი დასახლებული პუნქტი დონეცკის, ლუგანსკის და სუმის ოლქებში. ქალაქ ჩასოვ იარის ბანდერეველებისაგან გაწმენდის პროცესი პრაქტიკულად, სრულდება...
სააგენტო Reuters აღნიშნავს, რომ „საკვანძო ქალაქ“ ჩასოვ იარში რუსეთმა „პროგრესს მიაღწია“.
ჰიპერხმოვანმა „კინჟალებმა“, ფრთოსანმა Х-101/Х-555 და კამიკაძე-დრონებმა „გერან“ ძლიერი დარტყმები განახორციელეს უკრაინულ ავია ბაზებზე, უცხოელი „ლეგიონერების“ დისლოკაციის პუნქტებზე, სამხედრო საწარმოებზე და უკრაინის ჯარის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე - კიევში, სუმებში, დნეპროპეტროვსკში, პავლოგრადში, მირგოროდში, ოდესაში...
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს ნატოს მიმართ აგრესიული გეგმები არ გააჩნია, თუმცა მოსკოვი ესმის, რომ ასეთი გეგმები მის მიმართ აქვს ალიანსს. სანამ დასავლეთი ემზადება კიევისთვის F-16 გამანადგურებლების პირველი პარტიის გადასაცემად, რუსეთი აშკარად ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ნატოს თვითმფრინავების უკრაინის ტერიტორიაზე გადამალვა შეუძლებელია, ხოლო რუმინეთის და პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინული ძალების ბაზირება უკიდურესად სახიფათოა ამ ქვეყნებისათვის.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის პერიოდში განადგურებულია უკრაინის არმიის 513 თვითმფრინავი, 276 ვერტმფრენი, 25653 უპილოტო საფრენი აპარატი, 528 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი. ნატოს ავია ბაზები უკრაინული ჯარის „სათადარიგო აეროდრომების“ როლში, აუცილებლად გახდება კანონიერ სამიზნედ რუსეთის დარტყმებისათვის...
ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ვაშინგტონის სამიტისათვის ემზადებიან და ამჟამად „გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის მხარდაჭერას“ განიხილავენ. ზოგადად, აშშ აიძულებენ ევროპელ „მოკავშირეებს“, ყოველწლიურად 40 მილიარდი ევრო ჩადონ უკრაინული ჯარის რეანიმაციაში. თანაც, „იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.
შესაძლებელია, დასავლეთი ახალ „ასწლიანი ომისათვის“ ემზადება, მაგრამ ე3ვრო/დოლარების მილიარდების რაოდენობა არ ასახავს რესურსების ხელმისაწვდომ მოცულობებს შეიარაღების საწარმოებლად.
გამოცემა Politico იუწყება: „ აშშ-სა და ევროპის მთავრობებს შორის სერიოზული უთანხმოება წარმოიქმნა უკრაინისათვის უზარმაზარი კრედიტის გამოყოფის თაობაზე“. ამასთან დაკავშირებით, ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა სიბრაზით განაცხადა: „ჩვენ, შეიძლება, ბრიყვები ვართ, მაგრამ, არა იმდენად“...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე