როგორია წყლის ხარისხი შავი ზღვის სანაპიროზე - ბოლო ინფორმაცია

© photo: Sputnik / Stringerპლაჟი ურეკში
პლაჟი ურეკში - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2024
გამოწერა
გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ყოველთვიურად 12 წერტილში ახორციელებს.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. ლაბორატორიული კვლევების მიხედვით შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ყოველთვიურად 12 წერტილში ახორციელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, კვლევებისას ისაზღვრება ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.
შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს.
ყველა ახალი ამბავი
0