https://sputnik-georgia.com/20240614/ra-faqtorebi-seuwyobs-xels-saqartvelos-semdgom-ganvitarebas-eqspertis-tvalsazrisi-288406765.html
რა ფაქტორები შეუწყობს ხელს საქართველოს შემდგომ განვითარებას - ექსპერტის თვალსაზრისი
რა ფაქტორები შეუწყობს ხელს საქართველოს შემდგომ განვითარებას - ექსპერტის თვალსაზრისი
Sputnik საქართველო
ექსპერტმა აღნიშნა, რომ წელს საქართველოში მშპ-ს საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპებია, რაც ეწინააღმდეგება მრავალი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პროგნოზს 14.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-14T18:41+0400
2024-06-14T18:41+0400
2024-06-14T18:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285787745_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_171407ba971a6983b27b8e6ba1465a39.jpg
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკა ქვეყანაში მხოლოდ სტაბილური პოლიტიკისა და მშვიდობის შენარჩუნებით შეიძლება განვითარდეს, განაცხადა Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა.სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის აპრილში საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11,8% შეადგინა. ეკონომიკური ზრდის ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელმა 9% შეადგინა.მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნებული პროგნოზით, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 5,2%-ს, 2025 წელს კი 5%-ს შეადგენს.ამრიგად, პროგნოზი გაუმჯობესებულია - შესაბამისად, 0,4%-ით და 0,5%-ით.„მსოფლიო ბანკი დიდწილად ეყრდნობა ყველაზე უფრო სანდო მონაცემებს, შეფასებებს და ანალიტიკას, რომელიც შეიძლება იყოს ეკონომიკის ირგვლივ. უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ მანამდე ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები მიმდინარე წელსაც იყო საკმაოდ მაღალი“, - განაცხადა აბაშიშვილმა.მისი თქმით, ბევრ შემთხვევაში, ძალიან ბევრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის შეფასებით საქართველოს შესაძლოა არ ჰქონოდა მიმდინარე წელს ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, თუმცა ფაქტებმა საპირისპირო აჩვენა.2020 წელს კოროვირუსული პანდემიის გამო 6,8%-იანი ეკონომიკური ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და საწარმოების ბრუნვის ზრდა.2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 10,6%, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285787745_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_ba423ebc828a73a92c7633524246d204.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
რა ფაქტორები შეუწყობს ხელს საქართველოს შემდგომ განვითარებას - ექსპერტის თვალსაზრისი
ექსპერტმა აღნიშნა, რომ წელს საქართველოში მშპ-ს საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპებია, რაც ეწინააღმდეგება მრავალი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პროგნოზს
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკა ქვეყანაში მხოლოდ სტაბილური პოლიტიკისა და მშვიდობის შენარჩუნებით შეიძლება განვითარდეს, განაცხადა Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა.
სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის აპრილში საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11,8% შეადგინა. ეკონომიკური ზრდის ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელმა 9% შეადგინა.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, შეინარჩუნებს თუ არა საქართველო სტაბილურ, მშვიდ პოლიტიკას, მშვიდობას ქვეყანაში, რათა ეკონომიკამ განვითარება შეძლოს“, - განაცხადა აბაშიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნებული პროგნოზით, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 5,2%-ს, 2025 წელს კი 5%-ს შეადგენს.
ამრიგად, პროგნოზი გაუმჯობესებულია - შესაბამისად, 0,4%-ით და 0,5%-ით.
„მსოფლიო ბანკი დიდწილად ეყრდნობა ყველაზე უფრო სანდო მონაცემებს, შეფასებებს და ანალიტიკას, რომელიც შეიძლება იყოს ეკონომიკის ირგვლივ. უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ მანამდე ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები მიმდინარე წელსაც იყო საკმაოდ მაღალი“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, ბევრ შემთხვევაში, ძალიან ბევრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის შეფასებით საქართველოს შესაძლოა არ ჰქონოდა მიმდინარე წელს ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, თუმცა ფაქტებმა საპირისპირო აჩვენა.
„ბიზნეს აქტივობას ქვეყანაში რაიმე ტიპის სოლიდური შეფერხება არ ჰქონია... ანუ, მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვინარჩუნებთ სწორედ მშვიდი და სტაბილური პოლიტიკით. ინვესტორები თავს გრძნობენ დაცულად და ამ ქვეყანამ გაუძლო არაერთი ტიპის ზეწოლას და მიუხედავად ამისა ვითარება არის სტაბილური“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
2020 წელს კოროვირუსული პანდემიის გამო 6,8%-იანი ეკონომიკური ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 10,6%, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%.