https://sputnik-georgia.com/20240614/qadagisvili-ndi-axla-opoziciias-exmareba-mere-ki-arcevnebis-sefasebas-apirebs-288410004.html
ქადაგიშვილი: NDI ახლა ოპოზიციას ეხმარება , შემდეგ კი არჩევნების შეფასებას აპირებს
ქადაგიშვილი: NDI ახლა ოპოზიციას ეხმარება , შემდეგ კი არჩევნების შეფასებას აპირებს
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები NDI-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით საჯარო შეხვედრებს გამართავენ 14.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-14T20:01+0400
2024-06-14T20:01+0400
2024-06-14T20:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0a/249176241_0:0:1001:563_1920x0_80_0_0_570704a874a772edfb711ac3ae438a4a.jpg
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. ამერიკული ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ახლა ეხმარება საქართველოში „რადიკალურ ოპოზიციას" წინასაარჩევნო ღონისძიების ჩატარებაში, შემდეგ კი აპირებს დააკვირდეს და შეაფასოს 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.ოპოზიციის დეპუტატები ქალები რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვას გეგმავენ, რათა უამბონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა შესახებ“ კანონის ზიანისა და პროდასავლური ოპოზიციის გეგმების შესახებ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. პროექტი NDI-ის მხარდაჭერითა და ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება, აღნიშნეს ოპოზიციონერებმა.მან მომხდარს არამართლზომიერი დაფინანსება და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა უწოდა.„ეს არის არამართლზომიერად, პოლიტიკური პროცესების დაფინანსება და ჩარევა პოლიტიკურ პროცესებში. შემდეგ ეს NDI-ი იქნება რა თქმა უნდა დამკვირვებელი არჩევნებზე და არჩევნების შემფასებელი. ასეთი, რომ იტყვიან, სიმბიოზი გვაქვს ჩვენ დღეს საქართველოში“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თეონა აქუბარდია, რომელიც მოახლოებული კამპანიის „პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის“ ერთ-ერთი მონაწილეა, საქართველოში ოპოზიციონერ ქალთა საქმიანობის უცხოურ დაფინანსებაში ვერაფერ არაბუნებრივს ვერ ხედავს.„NDI მათ შორის აძლიერებდა „ქართული ოცნების“ პარტიას, ისევე, როგორც ბრიტანული მხარდაჭერით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი და თუ მათთვის არ იყო პრობლემა ბრიტანული დაფინანსება, „ქართული ოცნების“ პარტიის გასაძლიერებლად, ახლა რატომ არის პრობლემა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მხარდაჭერა?!“ - აღნიშნა აქუბარდიამ.მისივე თქმით, დეპუტატები გეგმავენ საუბარს გამჭვირვალობის კანონით გამოწვეულ დაბრკოლებებზე ხალხთან, რომელსაც სურს საქართველოს ევროპული მომავალი და ევროპული კეთილდღეობა.ბუნებრივია, ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, მათ შორის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ვგეგმავთ, დასძინა თინა ბოკუჩავამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.რეგიონებში საჯარო შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ასევე დეპუტატები ანა წითლიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), სალომე სამადაშვილი და ანა ნაცვლიშვილი (ლელო), ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია.მოსახლეობასთან შეხვედრები ხუთ ქალაქში - ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთსა და გორში 17-დან 22 ივნისის ჩათვლით გაიმართება. პირველი შეხვედრა ქუთაისში შედგება.ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო რეზონანსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პარტიები და დასავლელი პარტნიორები.პრეზიდენტმა სკანდალურ კანონპროექტს 18 მაისს ვეტო დაადო და პარლამენტს დაუბრუნა. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, რადგანაც იგი ერთადერთი შანსია ქვეყანაში დაძაბულობის განსამუხტად.თბილისში სკანდალური კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველდღიურად იმართება. მშვიდობიანი პროტესტი რამდენჯერმე გადაიზარდა არეულობაში - არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.ბოლო მონაცემებით, ამ დროის განმავლობაში 200-მდე ადამიანი დააკავეს, მათგან ცხრა პოლიციელებზე თავდასხმის, სათვალთვალო კამერების, პოლიციის მანქანისა და პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირის მიზანმიმართული დაზიანების ბრალდებით. დანარჩენებს წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობის, გზების გადაკეტვისა და ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრათ 500-დან 5 ათას ლარამდე ოდენობით.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0a/249176241_19:0:908:667_1920x0_80_0_0_d53b9a63490f39f1fc2e33567cec0e60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ქადაგიშვილი: NDI ახლა ოპოზიციას ეხმარება , შემდეგ კი არჩევნების შეფასებას აპირებს
ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები NDI-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით საჯარო შეხვედრებს გამართავენ
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. ამერიკული ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ახლა ეხმარება საქართველოში „რადიკალურ ოპოზიციას" წინასაარჩევნო ღონისძიების ჩატარებაში, შემდეგ კი აპირებს დააკვირდეს და შეაფასოს 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ოპოზიციის დეპუტატები ქალები რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვას გეგმავენ, რათა უამბონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა შესახებ“ კანონის ზიანისა და პროდასავლური ოპოზიციის გეგმების შესახებ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. პროექტი NDI-ის მხარდაჭერითა და ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება, აღნიშნეს ოპოზიციონერებმა.
„ეს არის უხეშად შეფუთული წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება. როდესაც NDI, IRI, ან სხვა ორგანიზაცია აფინანსებს რაიმე პარტიულ ღონისძიებას, ეს უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ შიდაპარტიული ტრენინგები, რაღაც გარკვეული საკითხის, ან საგანმანათლებლო მიმართულებით ამა, თუ იმ პარტიასთან შიდა მუშაობა. აქ არის ფაქტობრივად ამომრჩეველთან შეხვედრა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მან მომხდარს არამართლზომიერი დაფინანსება და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა უწოდა.
„ეს არის არამართლზომიერად, პოლიტიკური პროცესების დაფინანსება და ჩარევა პოლიტიკურ პროცესებში. შემდეგ ეს NDI-ი იქნება რა თქმა უნდა დამკვირვებელი არჩევნებზე და არჩევნების შემფასებელი. ასეთი, რომ იტყვიან, სიმბიოზი გვაქვს ჩვენ დღეს საქართველოში“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თეონა აქუბარდია, რომელიც მოახლოებული კამპანიის „პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის“ ერთ-ერთი მონაწილეა, საქართველოში ოპოზიციონერ ქალთა საქმიანობის უცხოურ დაფინანსებაში ვერაფერ არაბუნებრივს ვერ ხედავს.
„NDI მათ შორის აძლიერებდა „ქართული ოცნების“ პარტიას, ისევე, როგორც ბრიტანული მხარდაჭერით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი და თუ მათთვის არ იყო პრობლემა ბრიტანული დაფინანსება, „ქართული ოცნების“ პარტიის გასაძლიერებლად, ახლა რატომ არის პრობლემა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მხარდაჭერა?!“ - აღნიშნა აქუბარდიამ.
მისივე თქმით, დეპუტატები გეგმავენ საუბარს გამჭვირვალობის კანონით გამოწვეულ დაბრკოლებებზე ხალხთან, რომელსაც სურს საქართველოს ევროპული მომავალი და ევროპული კეთილდღეობა.
ბუნებრივია, ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, მათ შორის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ვგეგმავთ, დასძინა თინა ბოკუჩავამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.
რეგიონებში საჯარო შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ასევე დეპუტატები ანა წითლიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), სალომე სამადაშვილი და ანა ნაცვლიშვილი (ლელო), ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია.
მოსახლეობასთან შეხვედრები ხუთ ქალაქში - ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთსა და გორში 17-დან 22 ივნისის ჩათვლით გაიმართება. პირველი შეხვედრა ქუთაისში შედგება.
ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო რეზონანსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პარტიები და დასავლელი პარტნიორები.
პრეზიდენტმა სკანდალურ კანონპროექტს 18 მაისს ვეტო დაადო და პარლამენტს დაუბრუნა. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, რადგანაც იგი ერთადერთი შანსია ქვეყანაში დაძაბულობის განსამუხტად.
თბილისში სკანდალური კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველდღიურად იმართება. მშვიდობიანი პროტესტი რამდენჯერმე გადაიზარდა არეულობაში - არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ბოლო მონაცემებით, ამ დროის განმავლობაში 200-მდე ადამიანი დააკავეს, მათგან ცხრა პოლიციელებზე თავდასხმის, სათვალთვალო კამერების, პოლიციის მანქანისა და პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირის მიზანმიმართული დაზიანების ბრალდებით. დანარჩენებს წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობის, გზების გადაკეტვისა და ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრათ 500-დან 5 ათას ლარამდე ოდენობით.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.