https://sputnik-georgia.com/20240614/parlamentma-turistebis-dazgvevashi-cvlilebebi-daamtkica-288402544.html
საქართველოს პარლამენტმა ტურისტების სავალდებულო დაზღვევის შესახებ ცვლილებები დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა ტურისტების სავალდებულო დაზღვევის შესახებ ცვლილებები დაამტკიცა
Sputnik საქართველო
ანალიტიკოსები 2024 წელს საქართველოში ტურისტების რეკორდულ რაოდენობას ელოდებიან. 14.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-14T13:00+0400
2024-06-14T13:00+0400
2024-06-14T13:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/03/287726782_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_b0900e1c517b4acc9ca2a2cbebf9c586.jpg
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მესამე მოსმენით მიიღო „ტურიზმის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა 2026 წლის 1 იანვრამდე შეჩერდება.გასულ წელს „ტურიზმის შესახებ“ განახლებული კანონის თანახმად, სიახლე ძალაში 1-ელ ივნისს ამოქმედდა. როგორც მმართველ პარტიაში განმარტეს, გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომელიც ახალი რეგულაციების დანერგვის და ამოქმედებისთვის მრავალსაფეხურიან მოსამზადებელ პროცესს საჭიროებს, რის გამოც დღის წესრიგში დამატებითი ვადის შემოტანა გახდა საჭირო.ცვლილებები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს და „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნდება.ანალიტიკოსები 2024 წელს საქართველოში ტურისტების რეკორდულ რაოდენობას ელოდებიან. ამ პროგნოზის საფუძველი პირველი კვარტლის მაჩვენებლები გახდა. საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა საქართველოში იანვარ-მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,6%-ით გაიზარდა და 1,3 მილიონი შეადგინა.აქამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2019 წელს დაფიქსირდა - საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ მიაღწია 9,4 მილიონს, საიდანაც 4,8 მილიონი იყო ტურისტული ვიზიტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/03/287726782_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_e8184f568be3956e3064e865e4bed6f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტმა ტურისტების სავალდებულო დაზღვევის შესახებ ცვლილებები დაამტკიცა
ანალიტიკოსები 2024 წელს საქართველოში ტურისტების რეკორდულ რაოდენობას ელოდებიან.
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მესამე მოსმენით მიიღო „ტურიზმის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა 2026 წლის 1 იანვრამდე შეჩერდება.
გასულ წელს „ტურიზმის შესახებ“ განახლებული კანონის თანახმად, სიახლე ძალაში 1-ელ ივნისს ამოქმედდა. როგორც მმართველ პარტიაში განმარტეს, გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომელიც ახალი რეგულაციების დანერგვის და ამოქმედებისთვის მრავალსაფეხურიან მოსამზადებელ პროცესს საჭიროებს, რის გამოც დღის წესრიგში დამატებითი ვადის შემოტანა გახდა საჭირო.
ცვლილებები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს და „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
ანალიტიკოსები 2024 წელს საქართველოში ტურისტების რეკორდულ რაოდენობას ელოდებიან. ამ პროგნოზის საფუძველი პირველი კვარტლის მაჩვენებლები გახდა. საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა საქართველოში იანვარ-მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,6%-ით გაიზარდა და 1,3 მილიონი შეადგინა.
აქამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2019 წელს დაფიქსირდა - საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ მიაღწია 9,4 მილიონს, საიდანაც 4,8 მილიონი იყო ტურისტული ვიზიტი.