სეტყვამ კახეთის სოფლებში მოსავალი გაანადგურა

© Aspindza City Hallსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2024
გამოწერა
სინოპტიკოსები მაღალი ტემპერატურის ფონზე ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში 16 ივნისამდე წვიმას, სეტყვას და ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ძლიერმა სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მოსავალი გაანადგურა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, სეტყვამ და ძლიერმა ქარმა სოფელ იყალთოში, რუისპირსა და ვარდისუბანში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საკარმდამო ნაკვეთები დააზიანა.
ადგილობრივების თქმით, სეტყვა 10 წუთის გამავლობაი გაგრძელდა, რის შედეგადაც ვენახების დაახლოებით 30% განადგურდა, დაზიანდა ერთწლიანი ნარგავები და ბოსტნეული კულტურა. ამ ეტაპზე უცნობია ზარალის ოდენობა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება.
სინოპტიკოსები მაღალი ტემპერატურის ფონზე ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში 16 ივნისამდე წვიმას, სეტყვას და ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ.
კერძოდ, კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 32-34 გრადუსი დაფიქსირდება.
ყველა ახალი ამბავი
0