https://sputnik-georgia.com/20240613/qutaisi-gemo-pests-umaspinzlebs-288388285.html
ქუთაისი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს
ქუთაისი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
პროექტის მიზანი რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრონომიული ტურიზმის განვითარებაა. 13.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-13T17:43+0400
2024-06-13T17:43+0400
2024-06-13T17:43+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/13/250392333_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_07c24ef8426a9512d58c72d8e69147e8.jpg
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. იმერეთში სწრაფი კვების ფესტივალი „გემო ფესტი“ გაიმართება, რომელსაც ქუთაისი 15 და 16 ივნისს უმასპინძლებს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. „გემო ფესტი“ გასტროტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტია. ღონისძიების მიზანია რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია, ახალი გემოების აღმოჩენა, ასევე ახალი სერვისების შექმნა და განვითარება გასტრონომიული მიმართულებით. ფესტივალში იმერეთიდან 18 მეწარმე და მზარეული მიიღებს მონაწილეობას - ქუთაისელებსა და ქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ისე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები. ფესტივალს კონცერტი დაასრულებს. ქუთაისში სწრაფი კვების ფესტივალი გასული წლის ივნისშიც გაიმართა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/13/250392333_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_3ae464dc458aab2e2069303aa0179f0b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ქუთაისი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს
პროექტის მიზანი რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრონომიული ტურიზმის განვითარებაა.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. იმერეთში სწრაფი კვების ფესტივალი „გემო ფესტი“ გაიმართება, რომელსაც ქუთაისი 15 და 16 ივნისს უმასპინძლებს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
„გემო ფესტი“ გასტროტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტია. ღონისძიების მიზანია რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია, ახალი გემოების აღმოჩენა, ასევე ახალი სერვისების შექმნა და განვითარება გასტრონომიული მიმართულებით.
„გემო ფესტი“ ქუთაისის ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში ჩატარდება. ფესტივალის ლოკაციაზე მოეწყობა კვების სივრცე, გრილის ზონა, სამეწარმეო და ღვინის მარკეტი, მოსასვენებელი სივრცე და ფოტოზონები. გაიმართება სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის. მთელი დღის განმავლობაში კი დაუკრავს DJ და ორივე საღამო დასრულდება კონცერტით.
ფესტივალში იმერეთიდან 18 მეწარმე და მზარეული მიიღებს მონაწილეობას - ქუთაისელებსა და ქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ისე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები.
ფესტივალს კონცერტი დაასრულებს. ქუთაისში სწრაფი კვების ფესტივალი გასული წლის ივნისშიც გაიმართა.