მსოფლიო ბანკის პროგნოზი - რამდენით გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა

© AP Photo / Andy Wongმსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2024
გამოწერა
მსოფლიო ბანკის იანვრის პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 4,8%-ით გაიზრდება.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. მსოფლიო ბანკი 2024 წელს საქართველოს ეკონომიკის 5,2%-ით, 2025 წელს კი 5%-ით ზრდას პროგნოზირებს - ბანკმა გლობალური ეკონომიკური პერსექტივების 2024 წლის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა.
მიმდინარე წლის იანვარში გამოქვეყნებული პროგნოზის დროს მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 4,8%-ით, 2025 წელს კი 4,5%-ით იწინასწარმეტყველა. ამრიგად, პროგნოზი გაუმჯობესებულია - შესაბამისად, 0,4%-ით და 0,5%-ით.
სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის აპრილში საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11,8% შეადგინა. ეკონომიკური ზრდის ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელმა 9% შეადგინა.
2020 წელს კოროვირუსული პანდემიის გამო 6,8%-იანი ეკონომიკური ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 10,6%, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%.
ყველა ახალი ამბავი
0