https://sputnik-georgia.com/20240613/kaladze-nacmozraobis-titoeul-wevrs-konkretuli-roli-aqvs-288393265.html
კალაძე: „ნაცმოძრაობის" თითოეულ წევრს კონკრეტული როლი აქვს
კალაძე: „ნაცმოძრაობის" თითოეულ წევრს კონკრეტული როლი აქვს
Sputnik საქართველო
კალაძის თქმით, საქართველოს მოსახლეობას არ დავიწყებია „ნაცმოძრაობის" სისხლიანი რეჟიმი - პარტიის, რომლის ხელისუფლებაში დაბრუნება ქვეყნისა და საზოგადოებისთვის... 13.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-13T18:38+0400
2024-06-13T18:38+0400
2024-06-13T18:38+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
ქართული ოცნება
კახა კალაძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23460/78/234607810_0:49:1498:892_1920x0_80_0_0_f93d5c1e6cdd40faede49640efc2ac0a.jpg
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ პარტიის სახელი არ იყო, ეს იყო კონკრეტული ადამიანები, როგორიცაა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველას თავისი როლი ჰქონდა ქვეყანაში მომხდარ დიდ უბედურებაში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენმდივანმა კახა კალაძემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებაზე კომენტარისას.პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის ორი შესაძლო სცენარი - „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად თუ მისგან დამოუკიდებლად. მისი თქმით, ყოფილი მმართველი პარტია მზად არის ბევრი დათმობაზე წავიდეს - უარი თქვას პარტიის დაფინანსებაზე, მის საარჩევნო ნომერზე, რომელიც აწყობს იმ ამომრჩეველს, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას" ვერ იტანს“.მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას არ დავიწყებია „ნაცმოძრაობის" სისხლიანი რეჟიმი - პარტიის, რომლის ხელისუფლებაში დაბრუნება ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საშიშია.„რა თქმა უნდა, ამ ხალხის ხელისუფლებაში ყოფნა დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას და, პირველ რიგში, ჩვენს მოსახლეობას. ხალხს არ დავიწყებია ის ძალადობა და სისხლიანი რეჟიმი. შეიძლება ბევრმა ახალგაზრდამ არ იცოდეს, როგორი იყო ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის" დროს, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობას ეს კარგად ახსოვს“, - განაცხადა კალაძემ.მისი თქმით, დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია სწორედ ამ პარტიიდან წასული პირებისგან შედგება. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა „ქართულ ქარტიაზე" ხელი მოაწერონ და ამით აიღონ ვალდებულება - 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააუქმონ კანონები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის ევროპულ კურსს, რეფორმები გაატარონ სასამართლო და სხვა სფეროებში და ასევე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები. დოკუმენტს 17-მა პარტიამ და ხუთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. „ქარტიის" ხელმოწერაზე უარი განაცხადა პარტია „გირჩმა“ და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის".მმართველ პარტიაში პრეზიდენტის ინიციატივას „ლოკალური ომის ქარტია“ უწოდეს, სადაც ამომრჩევლები თითქოს ხმას აძლევენ ევროპას, რეალურად კი „ნაციონალურ მოძრაობას“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23460/78/234607810_124:0:1457:1000_1920x0_80_0_0_65c04b0e77063a1603bebff73dd59add.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , კახა კალაძე , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , კახა კალაძე , ახალი ამბები
კალაძე: „ნაცმოძრაობის" თითოეულ წევრს კონკრეტული როლი აქვს
კალაძის თქმით, საქართველოს მოსახლეობას არ დავიწყებია „ნაცმოძრაობის" სისხლიანი რეჟიმი - პარტიის, რომლის ხელისუფლებაში დაბრუნება ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საშიშია.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ პარტიის სახელი არ იყო, ეს იყო კონკრეტული ადამიანები, როგორიცაა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველას თავისი როლი ჰქონდა ქვეყანაში მომხდარ დიდ უბედურებაში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენმდივანმა კახა კალაძემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებაზე კომენტარისას.
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის ორი შესაძლო სცენარი - „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად თუ მისგან დამოუკიდებლად. მისი თქმით, ყოფილი მმართველი პარტია მზად არის ბევრი დათმობაზე წავიდეს - უარი თქვას პარტიის დაფინანსებაზე, მის საარჩევნო ნომერზე, რომელიც აწყობს იმ ამომრჩეველს, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას" ვერ იტანს“.
„ნაცმოძრაობა“ მხოლოდ სახელი არ იყო, კონკრეტული ადამიანები იყვნენ და ყველას თავისი როლი ჰქონდა ამ დიდ უბედურებაში. სხვათა შორის, ზურაბ ჯაფარიძეც იმ გუნდის წევრი იყო. დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია სწორედ ამ პარტიიდან წამოსულებისგან შედგება. რაც არ უნდა სახელები შეიცვალონ, ხალხს კარგად ახსოვს, ვინ რას წარმოადგენს“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას არ დავიწყებია „ნაცმოძრაობის" სისხლიანი რეჟიმი - პარტიის, რომლის ხელისუფლებაში დაბრუნება ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საშიშია.
„რა თქმა უნდა, ამ ხალხის ხელისუფლებაში ყოფნა დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას და, პირველ რიგში, ჩვენს მოსახლეობას. ხალხს არ დავიწყებია ის ძალადობა და სისხლიანი რეჟიმი. შეიძლება ბევრმა ახალგაზრდამ არ იცოდეს, როგორი იყო ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის" დროს, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობას ეს კარგად ახსოვს“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია სწორედ ამ პარტიიდან წასული პირებისგან შედგება.
„რაც არ უნდა სახელები შეიცვალონ, ხალხს კარგად ახსოვს, ვინ რას წარმოადგენს“, – აღნიშნა კალაძემ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა „ქართულ ქარტიაზე" ხელი მოაწერონ და ამით აიღონ ვალდებულება - 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააუქმონ კანონები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის ევროპულ კურსს, რეფორმები გაატარონ სასამართლო და სხვა სფეროებში და ასევე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები. დოკუმენტს 17-მა პარტიამ და ხუთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. „ქარტიის" ხელმოწერაზე უარი განაცხადა პარტია „გირჩმა“ და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის".
მმართველ პარტიაში პრეზიდენტის ინიციატივას „ლოკალური ომის ქარტია“ უწოდეს, სადაც ამომრჩევლები თითქოს ხმას აძლევენ ევროპას, რეალურად კი „ნაციონალურ მოძრაობას“.