მიმოხილვა: მოსკოვის გამოფენა HeliRussia-2024 უპილოტო ტენდენციები

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenski / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2024
გამოწერა
ვერტმფრენების ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენაზე HeliRussia-2024 მოსკოვში წარმოდგენილია ამ სფეროს მსოფლიო საუკეთესო მიღწევები. ამ ღონისძიებისადმი უზარმაზარი ინტერესი მწვავდება კიდევ იმით, რომ უკრაინულ ფრონტზე საბრძოლო სადაზვერვო-დამრტყმელი ვერტმფრენები და დრონები მასიურად გამოიყენება, უპილოტო ტექნოლოგიები ელვისებურად ვითარდება, სულ უფრო აქტიურად გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი.
მოსკოვის გამოფენა HeliRussia-2024-ზე წარმოდგენილია რუსეთისა და უცხოეთის ვერტმფრენების ინდუსტრიის საუკეთესო ნიმუშები. დატვირთული საქმიანი პროგრამა სპეციალისტებს შესაძლებლობას აძლევს, განიხილონ მნიშვნელოვანი სამეცნიერო-ტექნიკური პრობლემები, ხელს უწყობს საერთაშორისო კონტაქტების განვითარებასა და კოოპერაციას.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ გამოფენა მიმდინარეობს რუსული ავიაციის 100 წლისთავის ეგიდით და მინაწილეებს წარმატებები უსურვა. ხოლო „როსობორონექსპორტის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ მიხეევმა აღნიშნა, რომ რუსულ ვერტმფრენებზე შეკვეთების პორთფელი მოიცავს 170 -ზე მეტი მანქანის მიწოდებას ოც ქვეყანაში.
მსოფლიო ბაზარში ყველაზე მოთხოვნადია გამოფენაზე წარმოდგენილი სადაზვერვო-დარტყმითი Ка-52Э , საბრძოლო Ми-28НМЭ , სამხედრო-სატრანსპორტო „ბესტსელერი“ Ми-171Ш და სატრანსპორტო-საბრძოლო Ми-35М და Ми-35П. ამასთან, ვერტმფრენების ინდუსტრია უზრუნველყოფს რუსეთის შეი9არაღებული ძალების მოთხოვნილებებს თანამედროვე მანქანებზე, რომლის უმაღლესი მახასიათებლები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში საბრძოლო მოქმედებებითაა დადასტურებული.
„დრონების“ განვითარების „ჰიბრიდულ“ მიმართულებას ასახავს, მაგალითად, რუსული უპილოტო საფრენი აპარატი „აისტი“, რომელიც შექმნილია ექსტრემალურ პირობებში სამუშაოდ - არქტიკიდან აფრიკამდე. თვითმფრინავის ტიპის დრონი აღჭურვილია სამანქანე მხედველობით, ხელოვნური ინტელექტის ელემენტებით. მას შეუძლია, შეასრულოს სადაზვერვო-დარტყმითი ამოცანები ბრძოლის ველზე, გადაიტანოს მცირე დრონები მოწინააღმდეგის ზურგში. ფრენის სიშორე 400 კილომეტრამდეა. კრეისერული სიჩქარე 90 კმ საათში.
„აისტის“ წარმოება სერიულია, თავდაცვის სამინისტროს შეკვეთების ჩათვით.
გამოფენის ფარგლებში შემდგარმა დისკუსიებმა და კონფერენციამ თემაზე „ხელოვნური ინტელექტი ვერტმფრენების ინდუსტრიაში“ საშუალებას აძლევს სპეციალისტებს, უფრო ზუსტად განსაზღვრონ ჭკვიანი მანქანების უპილოტო სექტორის განვითარების პერსპექტივები და პრიორიტეტები - რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ, სადაც ზოგიერთი „განსაკუთრებული“ მეზობელი (პენტაგონის მობინადრეები) ოცნებობენ, დედამიწაზე ნამდვილი „უპილოტო ჯოჯოხეთის“ შექმნაზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0