https://sputnik-georgia.com/20240612/vin-gauwevs-anakliis-portis-msheneblobas-zedamxedvelobas-288377616.html
ვინ გაუწევს ზედამხედველობას ანაკლიის პორტის მშენებლობას?
ვინ გაუწევს ზედამხედველობას ანაკლიის პორტის მშენებლობას?
Sputnik საქართველო
ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან პარტნიორობის ხელშეკრულება შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება. 12.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-12T17:00+0400
2024-06-12T17:00+0400
2024-06-12T17:00+0400
საქართველო
ანაკლია
საქართველოს პორტები
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23515/05/235150517_0:71:1001:634_1920x0_80_0_0_63087d2701edffd1f272bc54278741f0.jpg
თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა გამოაცხადებს ტენდერს კომპანიის შესარჩევად, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ანაკლიაში, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საზედამხედველო კომპანია საერთაშორისო ტენდერის შესაბამისად შეირჩევა, რომელიც მსოფლიო ბანკის წესებით ჩატარდება. ტენდერს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური” ჩაატარებს.როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან პარტნიორობის შესახებ შეთანხმება შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება.ტენდერის შედეგების მიხედვით, ბოლო დრომდე ანაკლიის პორტში კერძო ინვესტორის სტატუსის პრეტენდენტები იყვნენ: შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A.) და ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმი (ჩინური კომპანია China Communications Construction Company Limited და სინგაპურის კომპანია China Harbor Investment Pte Ltd).პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ 2023 წელს დაარსებული „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური" კერძო პარტნიორთან ერთად შექმნის ერთობლივ კომპანიას, რომელშიც სახელმწიფო წილი 51% იქნება. ერთობლივ კომპანიას მოუწევს პორტის განვითარება.პროექტის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტი წელიწადში 600 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს. ეს არის 7,8 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვის რესურსი.საქართველოში ამჟამად ორი პორტი ფუნქციონირებს - ბათუმსა და ფოთში. ამასთან ტვირთების ძირითადი ნაკადი გადის ფოთის პორტით, რომელიც მდებარეობს ანაკლიიდან დაახლოებით 70 კილომეტრში.ფოთის საზღვაო ტერმინალს ამჟამად წელიწადში 400 ათასი კონტეინერის მიღება შეუძლია, 2026 წელს კი, ფსკერის გაღმავების შემდეგ, მოცულობა 1 მილიონ TEU-მდე უნდა გაიზარდოს.წარუმატებელი პირველი მცდელობაანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა. თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23515/05/235150517_0:0:845:634_1920x0_80_0_0_6b477ca296f364aaf0d62a820fa833c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ანაკლია, საქართველოს პორტები, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ანაკლია, საქართველოს პორტები, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ვინ გაუწევს ზედამხედველობას ანაკლიის პორტის მშენებლობას?
ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან პარტნიორობის ხელშეკრულება შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება.
თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა გამოაცხადებს ტენდერს კომპანიის შესარჩევად, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ანაკლიაში, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საზედამხედველო კომპანია საერთაშორისო ტენდერის შესაბამისად შეირჩევა, რომელიც მსოფლიო ბანკის წესებით ჩატარდება. ტენდერს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური” ჩაატარებს.
საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა განაახლოს ანაკლიის პორტის მშენებლობა იმ პირობით, რომ სახელმწიფო იქნება 51%-ის მფლობელი. პროექტის რეალიზაციაში სახელმწიფოს პარტნიორი კერძო ინვესტორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი (ჩინური კომპანია China Communications Construction Company Limited და სინგაპურის კომპანია China Harbor Investment Pte. Ltd) იქნება, რომელმაც ერთადერთმა შეიტანა განაცხადი.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან პარტნიორობის შესახებ შეთანხმება შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება.
ტენდერის შედეგების მიხედვით, ბოლო დრომდე ანაკლიის პორტში კერძო ინვესტორის სტატუსის პრეტენდენტები იყვნენ: შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A.) და ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმი (ჩინური კომპანია China Communications Construction Company Limited და სინგაპურის კომპანია China Harbor Investment Pte Ltd).
პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ 2023 წელს დაარსებული „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური" კერძო პარტნიორთან ერთად შექმნის ერთობლივ კომპანიას, რომელშიც სახელმწიფო წილი 51% იქნება. ერთობლივ კომპანიას მოუწევს პორტის განვითარება.
პროექტის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტი წელიწადში 600 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს. ეს არის 7,8 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვის რესურსი.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი ფუნქციონირებს - ბათუმსა და ფოთში. ამასთან ტვირთების ძირითადი ნაკადი გადის ფოთის პორტით, რომელიც მდებარეობს ანაკლიიდან დაახლოებით 70 კილომეტრში.
ფოთის საზღვაო ტერმინალს ამჟამად წელიწადში 400 ათასი კონტეინერის მიღება შეუძლია, 2026 წელს კი, ფსკერის გაღმავების შემდეგ, მოცულობა 1 მილიონ TEU-მდე უნდა გაიზარდოს.
წარუმატებელი პირველი მცდელობა
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა. თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.