მძღოლების საყურადღებოდ! მთავარ მაგისტრალზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდება

© photo: Sputnikავტობანი
ავტობანი - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2024
გამოწერა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე გადის, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილია.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 186-ე კილომეტრ მონაკვეთზე, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს, სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით 13 ივნისს ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
„შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, ხიდზე მიმდინარე მალის ნაშენის სამონტაჟო სამუშაოების გამო, 2024 წლის 13 ივნისის 02:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერდება 15-20 წუთიანი ინტერვალით გზის სავალი ნაწილის ორივე ზოლზე", - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე გადის, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილია.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0