https://sputnik-georgia.com/20240612/sapensio-aqtivebis-statistika-maisis-monacemebi-288373414.html
საპენსიო აქტივების სტატისტიკა - მაისის მონაცემები
საპენსიო აქტივების სტატისტიკა - მაისის მონაცემები
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1,5 მლნ ადამიანია. 12.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-12T12:12+0400
2024-06-12T12:12+0400
2024-06-12T12:12+0400
საქართველო
საპენსიო სააგენტო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283492797_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_d7ce2fdd34b9aefc457a3aaf179da137.jpg
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. 2024 წლის 1-ელი მაისის მდგომარეობით, საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულებამ 5,1 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამიასაპენსიო სააგენტოს განცხადებაში.ბოლო მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1,5 მლნ ადამიანიამდეა. დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 10,4 ათასმა პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 35,3 მლნ ლარს შეადგენს.გარდა ამისა, სააგენტომ გამოაქვეყნა საინვესტიციო პორტფელების მომგებიანობის შედეგები 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით.რეალური შემოსავალი (ინფლაციის გათვალისწინებით) ასეთია: დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283492797_349:0:3078:2047_1920x0_80_0_0_d2fcb1ca60a65e81fd13317a4865d996.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპენსიო სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საპენსიო სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საპენსიო აქტივების სტატისტიკა - მაისის მონაცემები
ბოლო მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1,5 მლნ ადამიანია.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. 2024 წლის 1-ელი მაისის მდგომარეობით, საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულებამ 5,1 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამიასაპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1,5 მლნ ადამიანიამდეა. დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 10,4 ათასმა პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 35,3 მლნ ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, სააგენტომ გამოაქვეყნა საინვესტიციო პორტფელების მომგებიანობის შედეგები 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით.
რეალური შემოსავალი (ინფლაციის გათვალისწინებით) ასეთია:
კონსერვატიული პორტფელი – 7,68%
დაბალანსებული პორტფელი – 9,72%
დინამიური პორტფელი – 11.04%
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.