https://sputnik-georgia.com/20240612/rit-interesdebian-ucxo-qveynis-specsamsaxurebi-saqartveloshi-288382945.html
რით ინტერესდებიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საქართველოში?
რით ინტერესდებიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საქართველოში?
Sputnik საქართველო
გასულ წელს არაერთი ქვეყნის სპეცსამსახურები, სხვა საკითხებთან ერთად, დაინტერესდნენ საქართველოში პარტიების რეიტინგებით და მათი შანსებით არჩევნებში. 12.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-12T23:00+0400
2024-06-12T23:00+0400
2024-06-12T23:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283465734_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_9174eea65390cab9fd840622d09405f9.jpg
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. 2023 წელს უცხო ქვეყნის სამსახურებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების, ძალოვანი სტრუქტურების მუშაობისა და ახალი სატრანსპორტო მარშრუტებისადმი, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში გასულ წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას.საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით. უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება.უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები ასევე ინტერესდებოდნენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობით.„საანგარიშო პერიოდში სუსი განაგრძობდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა ძალოვანი უწყებების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას, რადგან ცალკეული ქვეყნების სპეციალური სამსახურების განსაკუთრებული ინტერესის სფეროში კვლავ შედიოდა საქართველოს ძალოვანი უწყებების საქმიანობა“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.გარდა ამისა, უკრაინის ომის ფონზე დაფიქსირდა უცხოური და ქვეყანაში მოქმედი ცალკეული ძალების მხრიდან მზარდი დაინტერესება ახალ სატრანსპორტო მარშრუტებთან დაკავშირებით.„საერთაშორისო გადაზიდვების კუთხით შეცვლილი ტენდენციებისა და გაზრდილი ინტერესებიდან გამომდინარე, დაფიქსირდა უცხოური და საქართველოში მოქმედი ცალკეული ჯგუფების და ძალების მხრიდან მზარდი დაინტერესება ახალი სატრანსპორტო მარშრუტების ამოქმედების პერსპექტივებთან დაკავშირებით", - განაცხადა ლილუაშვილმა. გარდა ამისა, ცალკეული ქვეყნების ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელთა მხრიდან მიმდინარეობდა ახალი ბიზნეს-პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მცდელობები.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის კონფლიქტმა დამატებითი გამოწვევები შექმნა რეგიონში ისედაც რთული უსაფრთხოების გარემოსთვის. გლობალურ დონეზე წარმოიშვა დაბრკოლებები ქვეყნების მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის. გაიზარდა სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის შენარჩუნებისა და გამწვავების ალბათობა.მისი თქმით, შექმნილმა ვითარებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა უსაფრთხოების გარემოზე, მათ შორის საქართველოში.„გასულ წელს იყო დამატებითი მცდელობა, მოემზადებინათ საქართველოში ნიადაგი და მოეხდინათ რესურსების მობილიზება სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორებით პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებისა და ძალაუფლების ძალადობრივი შეცვლისთვის“, - განაცხადა ლილუაშვილმა.ამასთან დაკავშირებით, მისი თქმით, უსაფრთხოების ყველა მიმართულება მაქსიმალურად იქნა კონტროლქვეშ აყვანილი და გატარდა ყველა საჭირო ზომა, რამაც შესაძლებელი გახადა იმ მოვლენების პრევენცია და განეიტრალება, რასაც შეიძლება ზიანი მიეყენებინა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283465734_107:0:1812:1279_1920x0_80_0_0_4bfcf24bddeec512f2c3d1cc11f0935d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
რით ინტერესდებიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საქართველოში?
გასულ წელს არაერთი ქვეყნის სპეცსამსახურები, სხვა საკითხებთან ერთად, დაინტერესდნენ საქართველოში პარტიების რეიტინგებით და მათი შანსებით არჩევნებში.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. 2023 წელს უცხო ქვეყნის სამსახურებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების, ძალოვანი სტრუქტურების მუშაობისა და ახალი სატრანსპორტო მარშრუტებისადმი, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში გასულ წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით. უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება.
„2023 წელს სუს-ის კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მათი გამარჯვების შანსები", - განაცხადა ლილუაშვილმა.
უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები ასევე ინტერესდებოდნენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობით.
„საანგარიშო პერიოდში სუსი განაგრძობდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა ძალოვანი უწყებების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას, რადგან ცალკეული ქვეყნების სპეციალური სამსახურების განსაკუთრებული ინტერესის სფეროში კვლავ შედიოდა საქართველოს ძალოვანი უწყებების საქმიანობა“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.
გარდა ამისა, უკრაინის ომის ფონზე დაფიქსირდა უცხოური და ქვეყანაში მოქმედი ცალკეული ძალების მხრიდან მზარდი დაინტერესება ახალ სატრანსპორტო მარშრუტებთან დაკავშირებით.
„საერთაშორისო გადაზიდვების კუთხით შეცვლილი ტენდენციებისა და გაზრდილი ინტერესებიდან გამომდინარე, დაფიქსირდა უცხოური და საქართველოში მოქმედი ცალკეული ჯგუფების და ძალების მხრიდან მზარდი დაინტერესება ახალი სატრანსპორტო მარშრუტების ამოქმედების პერსპექტივებთან დაკავშირებით", - განაცხადა ლილუაშვილმა.
გარდა ამისა, ცალკეული ქვეყნების ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელთა მხრიდან მიმდინარეობდა ახალი ბიზნეს-პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მცდელობები.
„ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამსახური ატარებდა აქტიურ ღონისძიებებს უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ ეკონომიკურ პროცესებში ჩარევის პრევენციისა და მათი დირექტივებით მოქმედი კერძო ორგანიზაციების გამოვლენის მიმართულებით“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის კონფლიქტმა დამატებითი გამოწვევები შექმნა რეგიონში ისედაც რთული უსაფრთხოების გარემოსთვის. გლობალურ დონეზე წარმოიშვა დაბრკოლებები ქვეყნების მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის. გაიზარდა სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის შენარჩუნებისა და გამწვავების ალბათობა.
მისი თქმით, შექმნილმა ვითარებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა უსაფრთხოების გარემოზე, მათ შორის საქართველოში.
„გასულ წელს იყო დამატებითი მცდელობა, მოემზადებინათ საქართველოში ნიადაგი და მოეხდინათ რესურსების მობილიზება სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორებით პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებისა და ძალაუფლების ძალადობრივი შეცვლისთვის“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ამასთან დაკავშირებით, მისი თქმით, უსაფრთხოების ყველა მიმართულება მაქსიმალურად იქნა კონტროლქვეშ აყვანილი და გატარდა ყველა საჭირო ზომა, რამაც შესაძლებელი გახადა იმ მოვლენების პრევენცია და განეიტრალება, რასაც შეიძლება ზიანი მიეყენებინა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.