https://sputnik-georgia.com/20240612/ilia-meore-ivanishvils-madlobas-uxdis-288373108.html
ილია მეორე ივანიშვილს იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენისთვის მადლობას უხდის
ილია მეორე ივანიშვილს იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენისთვის მადლობას უხდის
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, უნიკალური ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა 12.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-12T11:39+0400
2024-06-12T11:39+0400
2024-06-12T11:39+0400
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251490129_0:104:1512:956_1920x0_80_0_0_939ce543edc0b5a9302b9a2f71b26305.jpg
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. სინას მთაზე მოღვაწე უდიდესი ლიტურგისტის იოანე ზოსიმეს მიერ 979 წელს გადაწერილი ლიტურგიკული ტექსტები ქართული საეკლესიო ლიტერატურის ისტორიისთვის უაღრესად ფასეულია, ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაში რომელიც საპატრიარქოს გვერდზე გავრცელდა.იოანე ზოსიმეს უძველესი ხელნაწერი და პალიმფსესტი საქართველოს უბრუნდება - უნიკალური ხელნაწერი მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ლონდონის „კრისტის“ აუქციონზე 1 მლნ ფუნტ სტერლინგად შეიძინა.გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი უნიკალურ ხელნაწერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცემს.ილია მეორემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, პატრიქის თქმით, არაერთ საქვეყნო საქმესთან ერთად, ქართული კულტურული საგანძური ამ უმნიშვნელოვანესი ხელნაწერითაც გაამდიდრა.„ღმერთმა დალოცოს მისი ეს უდიდესი საქველმოქმედო ღვაწლი ჩვენი წმინდა ეკლესიისა და სამშობლოს სასიკეთოდ”, - აღნიშულია განცხადებაში.ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) ქრისტიანულ-პალესტინურ, არამეულ და ქართულ ენებზეა შესრულებული. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე-ზოსიმეს მიერაა გადაწერილი 979 წელს და მისი ფასი 1 მლნ – 1,5 მლნ გირვანქა სტერლინგი იყო. ხელნაწერები ფრანგი კოლექციონერისა და ბიბლიოფილის მარტინ შოიენის სახელგანთქმული კოლექციიდანაა.წარმოდგენილი წიგნი ქრისტიანული პალესტინის არამეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია, რომელიც ოდესმე აუქციონზე გამოსულა. დასავლური არამეული დიალექტი, რომელსაც მელქის ქრისტიანული საზოგადოება იყენებდა პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 და მე-13 საუკუნეებში, შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტსა და ხელნაწერში.პალიმფსესტი გადაწერილია ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის ბერი იოანე ზოსიმეს მიერ (გარდაიცვალა 987 წელს). იგი დაწერილია ქართული ტექსტით და შემორჩენილია მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში.ბერი იოანე ზოსიმე მეათე საუკუნეში სინას მთაზე ცნობილი კალიგრაფი, ავტორი, მთარგმნელი და წიგნის შემკვრელი იყო. მისი ხელით დაწერილი, ხელმოწერილი, დათარიღებული და აკინძული წიგნი მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტრიდან შემორჩენილი ამ სახის ყველაზე ადრეული ნიმუშია.შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ივანიშვილმა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს საჩუქრად გადასცა გამოჩენილი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით“, რომელიც მან ლონდონის აუქციონზე შეიძინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251490129_239:106:1441:1008_1920x0_80_0_0_6d47ee1aa46dee58fa52a953ca767b04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ბიძინა ივანიშვილი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ბიძინა ივანიშვილი , ახალი ამბები
ილია მეორე ივანიშვილს იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენისთვის მადლობას უხდის
გავრცელებული ინფორმაციით, უნიკალური ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. სინას მთაზე მოღვაწე უდიდესი ლიტურგისტის იოანე ზოსიმეს მიერ 979 წელს გადაწერილი ლიტურგიკული ტექსტები ქართული საეკლესიო ლიტერატურის ისტორიისთვის უაღრესად ფასეულია, ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაში რომელიც საპატრიარქოს გვერდზე გავრცელდა.
იოანე ზოსიმეს უძველესი ხელნაწერი და პალიმფსესტი საქართველოს უბრუნდება - უნიკალური ხელნაწერი მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ლონდონის „კრისტის“ აუქციონზე 1 მლნ ფუნტ სტერლინგად შეიძინა.
გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი უნიკალურ ხელნაწერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცემს.
„დიდი სიხარული მოგვანიჭა ცნობამ იმის შესახებ, რომ „კრისტის" აუქციონზე ქართული მხარის მიერ შეძენილ იქნა პალიმფსესტი, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, V-VII სს. არამეულ ენაზე გადაწერილ მასალას, არსებითად ბიბლიურ და ასკეტურ ფრაგმენტებს, რასაც წმინდა წერილის ტექსტის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს”, - ნათქვამია განცხადებაში.
ილია მეორემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, პატრიქის თქმით, არაერთ საქვეყნო საქმესთან ერთად, ქართული კულტურული საგანძური ამ უმნიშვნელოვანესი ხელნაწერითაც გაამდიდრა.
„ღმერთმა დალოცოს მისი ეს უდიდესი საქველმოქმედო ღვაწლი ჩვენი წმინდა ეკლესიისა და სამშობლოს სასიკეთოდ”, - აღნიშულია განცხადებაში.
ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) ქრისტიანულ-პალესტინურ, არამეულ და ქართულ ენებზეა შესრულებული. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე-ზოსიმეს მიერაა გადაწერილი 979 წელს და მისი ფასი 1 მლნ – 1,5 მლნ გირვანქა სტერლინგი იყო. ხელნაწერები ფრანგი კოლექციონერისა და ბიბლიოფილის მარტინ შოიენის სახელგანთქმული კოლექციიდანაა.
წარმოდგენილი წიგნი ქრისტიანული პალესტინის არამეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია, რომელიც ოდესმე აუქციონზე გამოსულა. დასავლური არამეული დიალექტი, რომელსაც მელქის ქრისტიანული საზოგადოება იყენებდა პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 და მე-13 საუკუნეებში, შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტსა და ხელნაწერში.
პალიმფსესტი გადაწერილია ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის ბერი იოანე ზოსიმეს მიერ (გარდაიცვალა 987 წელს). იგი დაწერილია ქართული ტექსტით და შემორჩენილია მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში.
ბერი იოანე ზოსიმე მეათე საუკუნეში სინას მთაზე ცნობილი კალიგრაფი, ავტორი, მთარგმნელი და წიგნის შემკვრელი იყო. მისი ხელით დაწერილი, ხელმოწერილი, დათარიღებული და აკინძული წიგნი მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტრიდან შემორჩენილი ამ სახის ყველაზე ადრეული ნიმუშია.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ივანიშვილმა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს საჩუქრად გადასცა გამოჩენილი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით“, რომელიც მან ლონდონის აუქციონზე შეიძინა.