დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 ივნისი

© Pexels / Olgaმამაკაცი ყვითელი ქოლგით
მამაკაცი ყვითელი ქოლგით - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 12 ივნისია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დღეს ვარსკვლავები ორგანიზებულ და წესრიგის მოყვარულ ადამიანებს წყალობენ. საკმარისია ელემენტარული წესების დაცვა და საქმეები უკეთესად წარიმართება და პირიქით – არეულობა, საქმეების გადადება ცუდ შედეგებს გამოიწვევს. ზოგადად, ესაა ლოგიკისა და ყველაფრის მოწესრიგებისკენ სწრაფვის დღე.
ვერძი: რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველაფერში უზომო სიჯიუტეს გამოავლენთ. შესაძლოა, ზოგიერთ საკითხში ეს გამართლებულიც იყოს, თუმცა – ყოველთვის არა. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღეს საკუთარ თავში ზედმეტად თავდაჯერებული იქნებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი შეგეშლებათ. ამიტომ თავი სულელურ სიტუაციაში რომ არ ჩაიყენოთ, ხანდახან მაინც შეიტანეთ ეჭვი თქვენს მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2018
სახალისო ჰოროსკოპი კარგი განწყობისთვის
კურო: აჯობებს, თუ გარშემომყოფებთან და მათ შორის ახლობლებთან ურთიერთობების მოგვარებაზე იზრუნებთ. თუ თქვენ შორის რამე გაუგებრობა ან გადაუჭრელი საკითხია, ამ თემის წამოწევა სწორედ რომ დღეს ღირს. თუ გულღიად ისაუბრებთ, არა მარტო მოიხსნით ტვირთს მხრებიდან, არამედ გაქვთ შანსი, რომ გაგიგებენ კიდეც. თუნდაც პრობლემა მალევე არ მოიხსნას, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ურთიერთობებს მაინც წაადგება.
ტყუპი: ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ, არ განიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები იმ ადამიანებთან, რომლებზეც თქვენი საქმეების ბედია დამოკიდებული. სამწუხაროდ, ეს დღე არ უწყობს ხელს ურთიერთგაგებასა და კომპრომისების მოძებნას, რის გამოც ძალაინ საინტერესო იდეას ან გეგმას ჩავარდნა უწერია. დღის განმავლობაში საუკეთესო ტაქტიკა იქნება, თუ მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნობით და გეგმებს საიდუმლოდ შეინახავთ. და თუ მაინც მოგიწიათ საუბარი, ჯობს უფრო მოუსმინოთ, ვიდრე ილაპარაკოთ.
კირჩხიბი: დღეს ისეთი ვითარება შეიქმნება, რომ არჩევნის წინაშე დადგებით. არჩევანი შეიძლება ეხებოდეს სამუშაო ამოცანებს, ურთიერთობებს გარშემომყოფებთან, პირად ცხოვრებას ან სხვა საკითხებს. მთავარი ისაა, რომ ნეიტრალური პოზიციის დაკავება არ გამოვა – მოგიწევთ გადაწყვეტილების ერთ–ერთი ვარიანტის სასარგებლოდ მიღება და შესაბამისად მოქმედება. ამასთან, თითოეულ ვარიანტს ექნება როგორც პლუსები, ისე მინუსები. შერჩევა სწორედ იქიდან გამომდინარე მოგიწევთ, სადაც მეტი პლუსია.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2018
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მხარეები
ლომი: დღეს უწესრიგობა ძალიან გაგაღიზიანებთ. მთელი დღე ქაოსთან ბრძოლაში იქნებით. ყველაზე მარტივი სამუშაო მაგიდის მოწესრიგება იქნება, ხოლო ყველაზე რთული – აზრებისა და გეგმების მოწესრიგება. მხოლოდ ყველაფრისთვის თავისი ადგილის მიჩენის შემდეგ შეძლებთ სხვა საქმეებზე გადართვას თუ, რა თქმა უნდა, ამისთვის სულ ცოტა დრო მაინც დაგრჩებათ.
ქალწული: იდეალური დღეა პრაქტიკულად ნებისმიერი ამბიციური ჩანაფიქრის განსახორციელებლად. თუ სხვა დროს ყველა საქმეში სითამამის გამოჩენა არ იქნებოდა გამართლებული, დღეს ეს საკითხი გადაწყვეტილია. გარშემომყოფები წაგახალისებენ, რომ გადადგათ მტკიცე და მკვეთრი ნაბიჯები, რაც თქვენი სტატუსის გამტკიცებისკენ იქნება მიმართული. ასე რომ, ჩუმად ჯდომა და ნეიტრალური პოზიციის დაკავება დღეს არ გამოგივათ. ეს კარგი იქნება თქვენი თვითშეფასების ამაღლებისთვის.
სასწორი: რამე პრობლემის მამართ, შესაძლოა, უძლურების შეგრძნება გაგიჩნდეთ. არაა გამორიცხული, რომ ამ პრობლემაზე დიდი ხანია, თავს იმტვრევთ, ან, შეიძლება, უბრალოდ, არ იცით, როგორ გადაწყვიტოთ ის, ან მისი გადაჭრა შეუძლებლად მიგაჩნიათ. ექსპერტები გირჩევენ, არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა და პრობლემაზე მუშაობა შემდეგისთვის გადადოთ – სხვა დღეს მეტი შანსია, რომ მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვოთ.
ვარსკვლავი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2018
ყველაზე ძლიერი პიროვნებები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: დღეს თქვენზე დიდი მოთხოვნილება იქნება. თქვენი ტვინი სწრაფად და ჭკვიანურად მუშაობს, გეხმარებათ ყველაზე რთულ ვითარებაში ორიენტაციაში, ამოცანების ყველაზე დახვეწილი გზებით გადაწყვეტაში. ყურადღებით უსმენთ სხვების იდეებს და რა თქმა უნდა, საკუთარი იდეების გენერირებაც უყურადღებოდ არ გრჩებათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს საოცრებების მოხდენა შეგიძლიათ და ცუდი იქნება, თუ ამას არ გამოიყენებთ საქმეში. ამასთან, ამით განიმტკიცებთ ავტორიტეტს გარშემომყოფთა თვალში.
მშვილდოსანი: დღეს ფულთან დაკავშირებით არ რისკავთ, თუნდაც ვითარებამ ამისკენ გიბიძგოთ. გირჩევნიათ, ასჯერ გაზომოთ, სანამ რამე ნაბიჯს გადადგამთ. ერთი მხრივ, არაა გამორიცხული, რომ საკმაოდ კარგი ფინანსური პერსპექტივა გაუშვათ ხელიდან, მაგრამ მეორე მხრივ, ზუსტად აიცილებთ თავიდან უსარგებლო ხარჯსა და შესაძლო დანაკარგებს. ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს პირად ბუღალტერიას მიხედოთ. თქვენს ყურადღებიან მზერას მცირე უზუსტობაც კი არ გამოეპარება.
თხის რქა: დღეს მთელი ძალებითა და ენერგიით მუშაობისთვის ხართ მზად. საქმემ შეიძლება თქვენგან გმირობაც არ გამორიცხოს, როგორიცაა მუშაობა შეუსვენებლად, მუშაობა, თუნდაც უქმე დღე გქონდეთ... მთავარი ხომ შედეგისთვის მუშაობა იქნება. ასეთი გულმოდგინება გარშემომყოფთა ყურადღებას მიიპყრობს და დროთა განმავლობაში თქვენთვის სასიამოვნო ბონუსად იქცევა.
Северное сияние звездное небо - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2018
საბედისწერო ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
მერწყული: დღეს ინფორმაციასთან მუშაობის შესანიშნავ უნარს წარმოაჩენთ. აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ ციფრებითა და ფაქტებით ვირტუოზული მანიპულაცია, ანალიზი და სწორი დასკვნების გამოტანა. ამის წყალობით ირგვლივ მყოფ ადამიანებზე შთაბეჭდილებას მოახდენთ, თან ისეთ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც თქვენს კომპეტენციაში არ შედის, უბრალოდ, ძალიან კარგად ამჩნევთ დეტალებს და საქმის არსს წვდებით.
თევზები: ვარსკვლავები დღეს არ გირჩევენ მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას – დიდია ჩავარდნის შანსი. ეს ეხება გარიგებებს, მოლაპარაკებებს, დიდი თანხის ხარჯვას, ახალ წამოწყებებს. რას იზამთ, ჯობს, გადადოთ ეს საქმეები ერთი დღით, ვიდრე შემდეგ ჩაშლილის შედეგების გამოსწორებაზე ხარჯოთ დრო და ენერგია. თუ ამ რჩევას არ გაითვალისწინებთ, მაშინ წინასწარ მოემზადეთ, რომ მოსალოდნელზე მეტი სირთულე გაჩნდება.
ყველა ახალი ამბავი
0